თავგადასავალი იწყება

7 0 0
                                    


     როცა გონზე მოვდივარ, თვალების გახელას ძლივს ვახერხებ. ვცდილობ წამოვდგე, მაგრამ თავის საშინელი ტკივილი ამის უფლებას არ მაძლევს. 

-დაწექი._ვცბები როდესაც ხმას ვიგებ. დაფეთებული ხმის პატრონისკენ ვიყურები, იქ კი ის ხელჯოხიანი ტიპი მხვდება.

-რა ჯანდაბაა_გაბრაზებული სწრაფად ვდგები საწოლიდან. ამას კი თავის შედეგებიც ყვება და თავბრუ მეხვევა. ის ბიჭი, რომელიც ჯერ კიდევ აზრზე არ ვარ ვინ არის, ჩემთან მოდის და ცდილობს დამაწვინოს, მაგრამ რათქმაუნდა ვუძალიანდები. ბოლოს გაბრაზებული ხელებს და ფეხებს მიკავებს და პირდაპირი მნიშვნელობით, ლოგინზე მდებს, შემდეგ კი თვითონაც მაწვება რომ არ ავდგე.

-ვინ ჯანდაბა ხარ_უკვე ძალიან ვარ გაღიზიანებული.

-ადამიანი, ვინც მემკვიდრეობის მიღებაში დაგეხმარება._თვალებში მაშტერდება და ისე მპასუხობს.

-იქნებ შეეცადო და უკეთ ამიხსნა?_გაღიზიანების დაფარვა უფრო და უფრო მიჭირს._რა მემკვიდრეობა, რაიყო ვინმემ მილიონები დამიტოვა?

-თუ გაჩერდები და აღარ გამიძალიანდები შევეცდები რომ აგიხსნა._ღიმილით მიყურებს. ვიბნევი და თვალების ცეცებას ვიწყებ. ბოლოს კი უბრალოდ თავს ვუქნევ. ვხედავ, ღიმილი უფრო როგორ უფართოვდება, შემდეგ ხელებს მიშვებს და იმ სკამზე ბრუნდება სადაც როგორც, ჩანს აქამდეც იჯდა. 

     მხოლოდ ახლა ვამჩნევ, იმ ულამაზეს ოთახს რომელშიც ვართ და გაკვირვებული ვიწყებ მის თვალიერებას. ძალიან პატარა ოთახია, სადაც მხოლოდ ერთი პატარა საწოლი დგას, რომელზეც მე ვზივარ და სამკუთხედ ფანჯარასთანაა მიდგმული. ჩემს პირდაპირ ასევე პატარა მაგიდა და სკამია, მის წინ კი წიგნებით გატენილი პატარა კარადა. ახლა ზემოთ ვიყურები და ულამაზეს, მოჩუქურთმებულ, ხის ჭერს ვხედავ. გაოცებისგან პირს ვაღებ. შემიძლია დავიფიცო, რომ ამ სამოთხეში მთელ ჩემ სიცოცხლეს სიამოვნებით გავატარებდი. ჩემს ყურადღებას იმ ადამიანის ჩახველების ხმა იქცევს, რომლის სახელიც ჯერ კიდევ არ ვიცი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 24, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ამბავი ჩემზეWhere stories live. Discover now