მე

18 2 2
                                    

გამარჯობათ.

როგორც უკვე გითხარით მე ალექსანდრია ვარ და ეს, ჩემი ისტორიაა.

მოდით ჩემი პირველი შეცდომის შესახებ მოგიყვებით.

ეს მოხდა 8 მარტს, დილის 8 საათზე. როგორი დამთხვევაა ჰაჰ. ეს არის დღე როდესაც მამაკაცები საყვარელ ქალებს ყვავილებს ჩუქნიან და მათ ახარებენ, შემდეგ კი ერთად დროს ატარებენ. ის რომ არ მომხდარიყო რაც მოხდა, ვინ იცის იქნებ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ბოლომდე ასე ბედნიერად ეცხოვრათ. არადა როგორი ბედნიერი დღე უნდა ყოფილიყო არა? ნუ მოკლედ გეტყვით ამ დროს მე დავიბადე. მამაჩემი მიყვებოდა ხოლმე მთელი ღამე აკივლე დედაშენი და ტანჯე, ბოლოს კი შეიწირე კიდეც-ო. მერე კი როცა ხელში აგიყვანე დიდი, შავი და ბოროტი თვალებით მიყურებდიო.. 

არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, ვინაიდან ეს დღე ყოველთვის ჩემს პირველ შეცდომას მახსენებს.

   ახლა მეორე შეცდომაზე მოგიყვებით, შეცდომაზე, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და სხვა ყველა არასწორი საქციელის მიზეზიც გახდა.

   ამ მომენტამდე, ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერი ვიყავი. ვსწავლობდი სკოლაში, მყავდა მეგობრები და თაყვანისმცემლებიც არ მაკლდა. კეთილი ვიყავი, სულ კარგად ვიქცეოდი, საუკეთესო მოსწავლის ტიტულიც მე მეკუთვნოდა. განა ყველა პოპულარული გოგო ასეთი არ არის? 

   ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რას იფიქრებდა მაშინდელი მე ახლანდელ ჩემ თავზე? ადამიანზე, რომელიც მკვლელია და სხვა ადამიანის ცხოვრებას ნაკუწებად აქცევს.

   კარგი მოდი ისევ მეორე შეცდომას დავუბრუნდეთ. 

   ერთი ჩვეულებრივი, არაფრისგან გამორჩეული დღე იყო, ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი. აბა საიდან მეცოდინებოდა, რომ ყველაფერთან ერთად შემთხვევით გმირობაც მომიწევდა. დილაც რუტინულად დაიწყო, მაღვიძარამ გამაღვიძა, მოვემზადე და სკოლაში წავედი  ბიძაშვილთან ერთად. როგორც ყოველთვის, სკოლაში პირველი ნაბიჯის შედგმის წამიდან, ყველას მზერა ჩვენზე იყო მომართული. ჩვენი კლასები სხვადასხვა მხარეს იყო ამიტომაც მალევე გავიყეთ. მე ჩემს კლასში შევედი ჩანთა დავდე, ბავშვებს თავის დაკვრით მივესალმე და ისევ დერეფანში გამოვედი, ზარის დარეკვამდე ჯერ კიდევ მქონდა ცოტა დრო. სწორედ მაშინ შევნიშნე დღის პირველი უცნაურობა. ეს ''ის" იყო. მე თვალში მისი ჩაცმულობა ან ტატუებით დაფარული სხეული კი არა, რომელსაც ყველა უყურებდა არამედ სულ სხვა რაღაც მომხვდა. ეს რაღაც მისი ხელჯოხი იყო. უფროსწორად ბაბუაჩემის ხელჯოხი, რომელიც კარგად მახსოვს მისივე უცნაური თხოვნის გამო საფლავში ჩავაყოლეთ. ხელჯოხს თვალს ვერ ვაშორებდი, მერე მისი მზერაც ვიგრძენი. ის ადამიანი მე მომშტერებოდა, მეც ხელჯოხს თვალი მოვაშორე და მას მივაშტერდი. ასე იქამდე გაგრძელდა, სანამ დერეფნის სხვა მხარეს არ შეუხვია. შემდეგ ზარიც დაირეკა.

   მთელი გაკვეთილი მასზე ვფიქრობდი და შესვენების ზარის დარეკვისთანავე ისევ დერეფანში გამოვვარდი. მთელი შესვენება ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე და კლასში დავბრუნდი. ყველა უცნაურად მიყურებდა, დღეს ხომ არავის დავლაპარაკებივარ და ცხოვრებაში პირველად, გაკვეთილზეც არ მიაქტიურია. ზედმეტად ვიყავი ჩაფიქრებული.

   მეორე გაკვეთილის დაწყებისას, ეს ფიქრები უკვე თავიდან მქონდა მოშორებული და მთლიანად მასწავლებლისკენ ვიყავი კონცენტრირებული.

   გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ყველას ჩვეულებრივ დავემშვიდობე და სახლის გზას მარტო დავადექი. ჩემ ბიძაშვილ ელიზას რეპეტიცია ქონდა, ამიტომაც მიწევდა მარტო წამოსვლა ყოველ ორშაბათს. იმის მიუხედავად, რომ სკოლაში ყოველთვის მოიძებნება ადამიანი ვინც სიამოვნებით მიმაცილებდა სახლამდე. მათ მუდამ უარით ვისტუმრებდი, არ მინდოდა სახლში მისულს, მამაჩემს ამის გამო ერთი ამბავი აეტეხა და ნერვები მოეშალა ჩემთვის. მთელი გზა ჩემი ფიქრები იმ ხელჯოხიან კაცთან დატრიალებდა. ნეტავ სკოლაში რას აკეთებდა მისნაირი ადამიანი? ან ბაბუაჩემის ხელჯოხი რატომ ქონდა. ძალიან უცნაურია. მაგრამ არა, არ შეიძლება სხვასაც მისნაირი ხელჯოხი ქონდეს? მთელ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ხომ არ იქნებოდა. ამ სულელური ფიქრების გასაფანტად თავი გავიქნია და უეცრად ვიღაცას შევასკდი.

- უკაცრავად, ვერ დაგინახეთ-მოვიბოდიშე და მაღლა ავიხედე მის დასანახად. მაშინვე პირზე რაღაც ნაჭრის შეხება ვიგრძენი, ისე რომ სახის დანახვა ვერ მოვასწარი და შემდეგ ყველაფერი გაშავდა... 


ამბავი ჩემზეWhere stories live. Discover now