16.

631 45 30
                                    

Jimin's pov:

*3 დღის წინ*

–ხელი გამიშვით,იდიოტებო.–წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს ჯიმინი.

–ხმა ჩაიგდე, თორემ მწარედ ინანებ შემდეგ.–ჯიმინს 3 ბიჭი ბოჭავს და ძალით მიათრევენ ტყის მხარეს.

ჯიმინი თავს იძვრენს მათგან,უსწორდება მათ და მთელი ძალით გარბის ბუჩქებისკენ, რომ დაიმალოს, თუმცა მას 2 ბიჭი ედევნება და პირს უკრავენ.

ჯიმინი თავს იმაგრებს, ადგილიდან არ იძვრის და აი მაშინ ამჩნევს ბიჭს ბუჩქებში.ჯიმინი ფიქრს იწყებს ამ ბიჭზე, რადგან საიდანღაც ეცნობა ის.თავში მისი და ჯონგუკის საუბარი უტივტივდება, იმის შესახებ, როდესაც ჯონგუკი ბავშვობას იხსენებდა მასთან.

–ჯონგუკ, დაახლოებით შეგიძლია ამიღწერო ევანი?–კითხულობს ჯიმინი.

–რატომ, ის რაში გაინტერესებს?–კითხვაზე კითხვით პასუხობს ჯონგუკი.

–იმიტომ, რომ ოდესმე თუ სადმე შემხვდება,შურს ვიძიებ მასზე შენ გამო.–ღიმილით პასუხობს ის.

–ნუ მაცინებ,შენ რისი ტრაკი გექნება,ტირილით მომიხვალ და მეზარება შენი დამშვიდება.–ჯონგუკი ბოლო ხმაზე იცინის.

–იდიოტო, აი შენი თვალით ნახავ ყველაფერს.–მხარზე ხელს ურტყამს ჯიმინი.

–მოკლედ, ის დაახლოებით სიმაღლეში 1.85-ია, ძალიან სიმპათიურია, რაც თემინი ჩამოგვშორდა ჩვენ, მერე უფრო პოპულარულები გავხდით სკოლაში და ჩემს შემდეგ სიმპათიური ის იყო გოგოებში.მოკლედ იდეალურია.

ერთი პერიოდი მომწონდა ევანი, თუმცა მალევე გადავქრაშე და იმის მერე შენც გამოჩნდი.–ღიმილიანი სახით იწყებს ჯიმინის სახის დაკოცვნას.

ჯიმინი 5 წუთი გაბუტული იყო ჯონგუკზე, არ ესიამოვნა დიდად ჯონგუკის ეს სიტყვები:"ერთი პერიოდი მომწონდა ევანი, თუმცა მერე შენც გამოჩნდი."

ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა და ბოლოს რომ უკვე ვეღარ უძლებდა ცდუნებას, გადაწყვიტა ეთქვა, მისი ფოტო ეჩვენებინა.

ჯონგუკის პატარა მოჩი(რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now