თავი 1: მაყარი

246 16 16
                                    

ქორწილი იგი ტარნისა და ტაიპისა

(LaNd ვერსია)


პანგანში მშვენიერი დილა გათენდა, ცა ისეთი მოწმენდილი იყო, ერთი ღრუბლის ნაგლეჯიც კი არ მოიძებნებოდა. ჯერ დილა იყო, თუმცა მზემ უკვე საკმარისად დააჭირა, მაგრამ საბედნიეროდ, ამინდის პროგნოზი ძალიან მაღალ ტემპერატურას არ გვპირდებოდა, ამიტომ ტაიპის დედა მშვიდად იყო, არ უნდოდა სტუმრები ქორწილის ცერემონიაზე ამოხოცოდა... თან იმ ქალაქელ ბანგკოკელებს თუ გავითვალისწინებთ, სად იციან სოფელი და მიწაზე მუშაობის ძალა. კონდიციონერებში გაზრდილი ხალხის პანგანის სიცხისთვის გაძლება არც ისე ადვილი იყო. ამიტომ ტაიპის დედა ამინდის პროგნოზს იმედიანად უყურებდა და მართალი რომ ვთქვათ, მართლაც მშვენიერი ამინდი იყო, ზომიერი სიცხე, რაც მთავარია, წვიმას არავინ გვპირდებოდა, რასამბობ, ხო მეიკლა ქალმა თავი შუა ქორწილში რომ დასცხოს წვიმამ... აა ხო, ალბათ ჯერ არ იცით, რომ ქორწილი სანაპიროზე უნდა გამართულიყო.

ტაიპის მამა ისე ადრე ადგა, მამალს ყივილი დაასწრო და მემგონი მთელი სოფელი მისმა ნერვიულმა ბუზღუნმა გააღვიძა, რა თქმა უნდა, მისი ნებისყოფით სავსე მეუღლის ქოქოლამაც. ხანდახან ვეღარ უძლებდა ეს ქალი ამ კაცს, არადა სიყვარული ბრმაო ხო იცით... თუმცა ტაიპის მამა მაინც საუკეთესო (ლავ).

ტაიპი ნერვიულობისგან მთელი ღამე ვერ იძინებდა, მერე დედამ ვალერიანკა დაალევინა, კი არ უშველა დიდად, მაგრამ ხომ იცით, ფსიქოლოგიური მომენტია, იფიქრა ვყლუნწე ორი აბი და უნდა მიშველოსო, ჩემმა მზემ, როგორც იმას ვალერიანის აბებმა უშველა, მაგრამ დილის 4 ისკენ კი მიეძინა კნუტივით, მაგრამ 8 საათზე უკვე თვალებდაჭყეტილი ზეწრის ქვემოდან იყურებოდა და საწოლიდან ადგომის ეშინოდა... ნუთუ ეს დღე მართლა დადგა... არ სჯეროდა... <ასე მალე? რანაირად? მემგონი მზად არ ვარ!> მზად ყოფნაში ტარნზე დაქორწინებას კი არა, ამდენი ხალხის წინ, მთელი ამ პროცესის გავლას გულისხმობდა... მისთვის ეს რაღაც საოცრად რთული და ამაღელვებელი იყო. თუმცა სხვა გზა არ იყო, კაცი რომელიც მთელი გულით უყვარდა, საღამოს 5 საათზე მისი მეუღლე გახდებოდა. ლოგინიდან ადგა, შხაპი მიიღო და ნელ-ნელა მზადება დაიწყო.

შეუღლება ტარნისა და ტაიპისა (ადაპტირებული ვერსია)Where stories live. Discover now