1. პერფექციონისტი ხარ?
- არა.
2. როგორი ნაშრომს ვერ წაიკითხავ ვერასდროს?
- არ ვიცი, ყველანაირი ნაშრომის წაკითხვა შემიძლია, რადგან ყველგან შემიძლია ვიპოვო რაღაც კარგი, თუმცა ბანალური, გადაღეჭილი შინაარსი არ მომწონს.
3. როგორც ვიცი, საქართველოში აღარ ცხოვრობ. გაგიჭირდა თუ არა ახალ ქვეყანასთან შეგუება?
- სამშობლო ადამიანის ფესვებია, მე კი ამ ფესვებს მომწყვიტეს, უფესვოდ დავრჩი...რა თქმა უნდა, გამიჭირდა, თანაც ძალიან...თავს ბედნიერად არ ვგრძნობდი, დეპრესიაც დამეწყო, ერთი სიტყვით, საშინლად ვიყავი, ძილიც კი მიჭირდა ღამით...თუმცა ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, და მეც მიმკურნალა, ნელ-ნელა შევეჩვიე აქაურობას, სხვა თუ არაფერი, ღამით ძილი მაინც შემიძლია...
4. რომ არა WTTPD...
- ვერ ვიქნებოდი სრულყოფილად ბედნიერი.
5. რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს?
- საყვარელ ადამიანს ყველაფერს ვაპატიებ, რადგან ყოველი გულში ჩაბუდებული წყენა თავად ჩვენ გვაყენებს ზიანს. ვთვლი, რომ ძლიერ ადამიანებს პატიების ნიჭი აქვთ.

YOU ARE READING
21 კითხვა EmmaHope10-სთან
Saggisticaჩვენი შემდეგი სტუმარია უსაყვარლესი და უნიჭიერესი გოგონა EmmaHope10! ეს არის რუბრიკა "21 კითხვა ავტორთან" და მე ამ რუბრიკის წამყვანი, სალომე მექვაბიძე, იგივე პინგვინი გახლავართ. გარეკანის იდეა ეკუთვნის იისფერს. გარეკანის ორიგინალი ფოტო არ ეკუთვნის WT...