I

187 21 37
                                    

- ჯონგუკ როდის იწყებ ახალ ქანდაკებაზე მუშაობას? - სიცილით ამბობს ჰოსოკი და ლუდს სვამს.

- არ ვიცი ჰოსოკ, დიდი ალბათობით შემდეგი კვირიდან დავიწყებ. - პასუხობს ჯონგუკი და რაღაცას ჩაფიქრებული აშტერდება.

- რისი ქანდაკება იქნება? მაინტერესებს. - ამბობს იუნგი და ჯონგუკს უყურებს. - რას აშტერდები.

- ვიღაც დავხატე, ჩემი სიზმრიდან. ძალიან ლამაზია. - ჯონგუკს ეღიმება და ლუდის ბოთლს მაგიდაზე დებს.-გადავიფიქრე, ხვალვე დავიწყებ, ამიტომ ჩემი შეწუხება არ გაბედოთ.

- ფოტო არ გაქვს? - კითხულობს ჰოსოკი.

- ზედმეტად დაინტერესებულები ხართ. - იბღვირება ჯონი.

- უბრალოდ გვანახე, გვაინტერესებს-მობეზრებით ამბობს იუნგი. ჯონგუკი ტელეფონს იღებს და მალევე იუნგის აწვდის, რომელიც ინტერესით აკვირდება ფოტოს.

- ჯონგუკ გეი ხარ?-ჩაიცინებს იუნგი და ტელეფონს ჰოსოკს აძლევს.

- რა შუაშია?-ჯონგუკსაც ეცინება.

- უბრალოდ, ის ბიჭია, შენ კიდევ ძალინ მოგწონს.

- მაგარი მიზეზია -ტაშს უკრავს ჯონგუკი. შეიძლება არ იყოს კარგი მიზეზი, მაგრამ ის მართლაც რომ გეია. და მხოლოდ ამ ბიჭის გამო.
ბიჭი რომელიც დახატა პირველად მის სიზმარში ნახა. რომ გაიღვიძა მისი სახე ზუსტად ახსოვდა. თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ცხადი იყო, რომ მთელი სიზმრიდან მხოლოდ მისი სახე დაამახსოვრდა. ყველაზე დასამახსოვრებელი აქედან, დიდი, ვარდისფერი, ლამაზი ტუჩები იყო. ბიჭს სწორი აგრეთვე ლამაზი ცხვირი და წვრილი თვალები ჰქონდა, რომელიც სიცილის დროს მთლიანად უქრებოდა. ამის გახსენებაზე ჯონგუკს ეღიმება. გრძნობებს ვერ აკონტროლებს. თითქოს ამ ბიჭმა თავი შეაყვარა.
ჯონგუკს ის ზედმეტად მოეწონა და ამიტომ გადაწყვიტა, რომ მისი ქანდაკება გაეკეთებინა.

- ჯონგუკ მხოლოდ შენ დარჩი ისეთი რომელიც გოგოებზე ანძრევს-ირონიულად ამბობს ჰოსოკი, ჩაიცინებს და იუნგის უყურებს. - ნუ იუნგის არ ვთვლი. ის ორივეზე მაინც ანძრევს. - ჰოსოკი იუნგის უყურებს, რომელიც დაბღვერილი სახით აშტერდება ჰოსოკს.

The Heart Made Of Stone [On Hold]Where stories live. Discover now