შეკითხვა.

347 41 48
                                    

რა საცოდავია ადამიანი. ადამიანი! ნამდვილი ადამიანი და არა მოსიარულე არსება, რომელსაც უბრალოდ დაესმით კითხვა ვინ და არა რა. ადამიანი და არა არსება, რომელიც ადამიანში ამ ადამიანობას კლავს, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ჩათლახური საქციელით, ვიღაცას რაღაც დაუმტკიცოს. საცოდავია ადამიანი, რადგან სწორედ ასეთი, არასწორად დაბადებული არსებების მსხვერპლი ხდება, და უფრო საცოდავია ის არსება, რომლის ცხოვრების მიზანს მხოლოდ არსებობა წარმოადგენს!
საცოდავია ადამიანი, და ამ წინადადების უკან იმაზე მეტი რამ იმალება, ვიდრე უბრალოდ სიტყვა "საცოდავი" და "ადამიანი".

***
წარმოიდგინეთ, საშუალო ზომის მისაღები, ერთი დივანი, რომელიც ოთახის ზომებში ზუსტად ჯდება, ორი დივნის გვერდით მცველებად განთავსებული სავარძელი, წინ პატარა ყავის მაგიდა, მოპირდაპირე მხარეს, ოდნავ მოშორებით კი არც ისე დიდი ტელევიზორი, მის წინ, ძირს ჩამომჯდარი ორი ახალგაზრდა და გაცხარებული თამაში.

-თეჰიონ, ხომ გითხარი იქ სხვა ღილაკს დააჭირე მეთქი! რა გჭირს, კიდევ ვაგებთ ხომ ხედავ!-მოგებით განებივრებული ახალგაზრდა, ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ პარტნიორის გამო შეიძლება ამდენი შრომა წყალში ჩაეყაროს.

-კარგი რა გუკ, ეს ხომ უბრალოდ თამაშია.-თეჰიონი დიდ ყურადღებას არ აქცევს, ბიჭის გაბრაზებულ ტონს და მშვიდი ხმით პასუხობს. მისთვის ბიჭთან ერთად გატარებული დროის ხაზია მნიშვნელოვანი და არა რაღაც იდიოტური თამაში.

-ხო უბრალოდ თამაშია, რომელიც უკვე მეათედ წავაგეთ!-ბუზღუნით, მძიმედ დებს ჯოისტიკს ხალიჩაზე და ხელებგადაჯვარედინებული სახით უყურებს ეკრანს, რომელიც დამარცხებას ატყობინებს.

-ჩემზე ბრაზობ?-თეჰიონიც მშვიდად დებს ნივთს ძირს და ბიჭისკენ ტრიალდება.

-ვერ გამიგია, რა საჭიროა ისეთი თამაშის ქონა სახლში, რომლის გაგებაშიც კი არ ხარ?!-ისევ თავისთვის აგრძელებს ბუზღუნს და მოთქმას.

მეორადი კალამი/used pen Onde histórias criam vida. Descubra agora