1

609 11 0
                                    

Kendall pov:

-კენდელ გაიღვიძე თორემ აი ახლა ჩუსტით გცემ! - ჩამესმის დედაჩემის ყვირილის ხმა.
იცით რა გრძნობაა, როდესაც ღამის ნაცვლად დილის 6 საათზე დაიძინე და 8ზე გაღვიძებენ? რათქმაუნდა, ალბათ ბევრს მოგვსვლია ასე, ამიტომაც აღარ დავწერ თუ რა გრძნობაა ეს.
-კენდელ მეთქი!
-ვდგები ვდგები - ამოვიოხრე და ფეხები თბილი საწოლიდან ცივ იატაკზე გადავიტანე.
-დროზე მოემზადე! მაღაზიაში უნდა წახვიდე!
-ვიცი დე და დამაცადე გავიღვიძო - როგორ არ მინდა მაღაზიის გაღება, მაგრამ მამაჩემს პრობლემები აქვს ამიტომაც უნდა მივეხმარო.
ნუ ხო თქვენთვის სულ დამავიწყდა მეთქვა ჩემზე. მე კენდელი ვარ 20 წლის, ლონდონის ერთ ერთი უბნიდან, მყავს და ლილე და დედ-მამა. და ხო კიდევ ერთი თაყვანისმცემელი, ლუკასი. ღმერთო დამიფარე რომ დღეს მას არ შევხვდე! ჩემთან მაღაზიაში მოდის და სულ ჩვენს ერთად ყოფნაზე ლაპარაკობს! დამღალა უკვე. ვეუბნები რომ ეს არ მოხდება მაგრამ ვინ გისმენს? არც არავინ.
დედაჩემი ოთახიდან გავიდა და მეც ავდექი. სააბაზანოში შევედი, მოვწესრიგდი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. საბოლოოდ თეთრი ტოპი და კრემისფერი შარვალი ჩავიცვი (როგორიც ფოტოზეა)

 სანამ პირველ სართულზე ჩავიდოდი, თმები გადავივარცხნე და ტელეფონში სოციალური მედია შევამოწმე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

სანამ პირველ სართულზე ჩავიდოდი, თმები გადავივარცხნე და ტელეფონში სოციალური მედია შევამოწმე.
-შვილო რამდენხანს უნდა გელოდოთ?
-მოვდივარ! - დავუყვირე და დაბლა ჩავირბინე. სამივენი უკვე სუფრასთან ისხდნენ, მე მელოდებოდნენ. მამიკოს მივვარდი და ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე, შემდეგ კი მაგიდასთან ჩემი ადგილი დავიკავე, უცებ გამოვიტენე პირი, საათს დავხედე და წამოვხტი,
-მაგვიანდება!
-შვილო დაწყნარდი, მაღაზია ჩვენია და უფროსი მე ვარ.(მამა)
-არა უნდა წავიდე! თან სოფიასაც უნდა გავუარო.
-და მაღაზია როდისღა უნდა გააღო!(დედა)
-კარგი რა დე მე და სოფი ერთად გავაღებთ - პირგამოტენილი ველაპარაკებოდი.
-ლუკმა გადაყლაპე და ისე ილაპარაკე პატარა ქალბატონო, თორემ დაიღრჩობი! (დედა)
- ოქეი - ჩაი უცებ მოვიყუდე, კარებს მივვარდი, ფეხზე ბოტასები ამოვიცვი და სოფიასკენ გავეშურე. სოფია ჩემი საუკეთესო მეგობარია, 2 წლიდან ერთად ვართ, როდესაც კონდონში გადმოვედი მაშინ გავიცანი და მაგის მერე სულ ერთად ვეხვეოდით შარში.
-სოოოფფფ! - კარებზე ბრახუნი დავიწყე. არ აღებდა, ნუთე ეძინა? არა გუშინ ხომ შევთანხმდით რო ერთად გავაღებდით????
-სოფიაააა მე და ლიამს გარეთ ნუ გვალოდინეებ!!! - დავიყვირე ბოლო ხმაზე და ბუჰ! უცებ კარები გაიღო და ქალბატონმაც გადმოყო თავი. უი ხო ლიამი მისი შეყვარებულია, ნუ ჯერ მარტო 9 დღე და 5საათია რაც ერთად არიან მაგრამ ხო.
-სადაა ლიამი? - იკითხა ბრაზიანმა, გოგომ კოპების შეკვრა მომინდომა.
-უკანალში! სად უნდა იყოს? სახლშია და სძინავს ალბათ!
-აუუ მომენატრა ჩემი ლამაზი!
-გეყოს ახლა და გამოდი უნდა წავიდეთ!
-აუ კაი რააააააა
-ნუ გეზარება! ხო მზად ხარ?
-კიკი - დაიბუზღუნა საფიმ და კარები ბოლომდე გამოაღო. - ძმაოო გავდივარ! - ხო სოფიას ძმა ყავს! ძალიან სიმპათიურია, ლეო ჰქვია, 25 წლისაა და ჩემი და, ლილე მოსწონს!
-კარგი მიდი მეც გავალ მალე! - შემოსძახა ლეომ.
ნუ საბოლოოდ მე და სოფიამ მისი ეზო დავტოვეთ და მაღაზიისკენ ავიღეთ გეზი. როდესაც მივედით მაღაზია გავხსენი და თან სოფის ვეჭორავებოდი. კლიენტები შემოდიოდნენ და გადიოდნენ. ნუ უკვე შუადღე იყო, სოფიაც წავიდა და მარტო დავრჩი, ჩემი ბლოკნოტი ავიღე, და შიგნით ჩემი ოცნებების წერა დავიწყე:
"ორი ოცნება მაქვს: ერთ დღეს დიდი მწერალი გავხდე და გალაპაგოსზე გადავიდე საცხოვრებლად. ეს სად არის? ცნობისმოყვარეებმა იციან. მხოლოდ გალაპაგოსია ის ადგილი, სადაც მინდა დარჩენილი ცხოვრება გავატარო. ძალიან პატარა ოცნებად გეჩვენებაღ არა? და რა არის ოცნებაში ცუდი, ის ადამიანს სასტიკი ცხოვრებისგან იფარავს, ამბობენ მწარე სიმართლე.."
მაღაზიის შუშაზე ბრახუნმა შემაშინა და წერა შევწყვიტე. ვინ იქნებოდა თუ არა ზაბერჯეტი (ლუკასი, ასე ვეძახი სულ.. (და ხო ხალხო ნაადრევუ ფრინველიდან მაქვს ამოღებული ეს ნაწყვეტი და სხვა ზედმეტ სახელი ვერ შევურჩიე)
-ღმერთო - ამლვიხვნეშე - ზაბერჯეტ როგორ შემაშინე! ერთ დღეს მაინც არ მოხვიდე მაღაზიაში
-ზაბერჯეტი ძვირფასო კენდელ? არ დაიღალე ამ ხუმრობით? უნდა შეგახსენო რომ ლუკასი მქვია. ჯერაც ვერ გავარკვიე საიდან მოგაფიქრდა ეგ სახელი. რას შვრები, მითხარი
-არაფერს, ჩემს რომანს ვწერ
-ჩემზე ხომ არ წერ? მითხარი
-არა ზაბერჯეტ, ჩემს ოცნებებზე ვწერ
-წერე, წერე, ჩემზეც დაწერე. რა იცი რა იქნება. თუ გაგიმართლა მეც ვიქნები მანდ.
-რაზე ლაპარაკობ? ეგ რას ნიშნავს?
-ანუ ყველაფერს მიხვდი
-საერთოდ ვერაფერი გავიგე! მითხარი რა გინდა? - დამღალა - რძე გინდა?
-მოიცა, მოიცა, მოიცა, ამ დილით რძე არ მინდა! საღამოს თქვენთან მთელი ოჯახით მოვალთ - მგონი გაუფრინა
-ხოდა მოდით. ისედაც ყოველ საღამოს მოდიხართ.
-არა კენ. ეგრე არა. ამჯერად მუსიკით მოვალთ.
-ზაბო უკვე ვნერვიულობ! მითხარი უკვე რა გინდა!
-მოკლედ აგიღწერ: საღამოს მოვალთ შენთან, გიყიდით შოკოლადებს, ყვავილებს, ჩუსტებს... ვერ მიხვდი? - თავი პირღია გავუქნიე - იმას გეუბები, რომ საღამოს შენთან მთელი ოჯახოთ მოვალთ - საჩვენებელი თითები ერთმანეთს გაუხახუნა - და მე და შენ დავქორწინდებით.
რაო ამან? ჰაა? პანიკური სიცილი ამიტყდა, შანსი არ არის.
-მე და შენ.. ჩვენ...
-ხო არ მოვიდა დრო?
-დედაჩემმა იცის?
-როგორ შეიძლება არ იცოდეს. ჩვენ ვუთხარით რომ დღეს მივიდოდით, მან გვითხრა რომ ხვალ მივსულიყავით.
-ისინი რა ჭკუიდან შეიშალნენ?
-აბა ასე როგორ შეიძლება. მამაშენი ნამდვილი ჯელტმენია და შენი ოჯახი სავსებით სრულ ჭკუაზეა.
-სამსხვერპლო ბატკნად მწორავენ?
-ბატკნად?
-ვაიმე! ხუთი წუთით მაღაზიაში დარჩი! ხუთი წუთით მაღაზიაში დარჩი! - გავყვიროდი გიჟივით და გარეთ გავვარდი.
-შეიძლებ 15-იც დავრჩე. სად მიდიხარ? ყველს რამდენდად ყიდი? - გამოვარდნილს მხოლოდ ესღა მომესმა. ამ შოკირებული ამბის შემდეგ ჩემი სახლისკენ გავეშურე რომ გამერკვია ეს ყველაფერი.

🕸🕸🕸🕸🕸🕸🕸🕸
ნუ თუ რაიმე შეცდომაა ბოდიში, უცბად ვწერ და დასაედითებელია. ისე ეს არის "ნაადრევი ფრინველის" და სხვადასხვა სერიალების მსგავსი და იქიდან ვიღებ რაღაცეებს. თუ მოგეწონათ დაავოუთეთ და დააკომენტარეთ თქვენი აზრი💗
-M

იძულებული H.S. Where stories live. Discover now