სახლში მისვლისთანავე ჯინი თავის ოთახში ავიდა და საწოლზე დაესვენა. ჯერ კიდევ ვერ იგდებდა თავიდან იმ მომენტებს რაც გასახდელში მოხდა. ის შეხება, ჯუნის ლამაზი ტუჩების შეგრძნება. მისი ლამაზი სახე, ლამაზი ნაკვთები. ჯუნის სულ თავიდან ბოლომდე შესწავლა. ეს ხომ მისთვის დაუვიწყარი ამბავია.
Flashback
ჯინი გულის დარეგულირებას ცდილობდა, რომ უცბად ჯუნი შემოვარდა ოთახში. მასთან ახლოს მივიდა. მათ შორის მანძილი ნელნელა პატარავდებოდა. ჯინი და ჯუნი ერთმანეთს მთლიანი ᲡᲮᲔᲣᲚᲘᲗ ეკვროდნენ.
უცბად ნამჯუნი ჯინის ტუჩებს დაეტაკა, თავიდან ჯინი ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა, დაბნეული იყო. მაგრამ მალევე აყვა კოცნაში. კოცნა საბოლოოდ უჰაერობამ გააწყვეტინა. ერთმანეთს უყურებდნენ და ტკბებოდნენ. ცოტახნიანი ყურების შემდეგ ჯინს შერცხვა და თავი ჯუნის ყელში ჩამალა.
- ჯინ?
- ჰა?
- შემომხედე
- ვერა
- რატო
- მცხვენია
- კარგი რა, რისი?
- რომ გაკოცე.
- კარგი, ჩემთან მაგის ნუ შეგრცხვება. დაა რატომ ამყევი კოცნაში? - დაეჭვებით შეეკითხა ჯუნიმ.
- იმიტომ, რომ მიყვარ... - ჯინმა ხელები პირზე აიფარა.
- ჰაა?
- იმიტომ, რომ... მიყვარს კოცნა, კი კოცნა.
- ჯინ რა მოწიე? - ჯუნიმ სერიოზული სახით შეხედა და ხელებს ჯინის სახეზე ატარებდა.
- რა? არაფერი!
- დარწმუნებული ხარ?
- რათქმაუნდა! რანაირად საუბრობ ჯუნი?
- ჯუნი?
- უი ბოდიში.
- არა მომწონს.
- ხომ მეც.
- კაი ახლა კი მითხარი ის რასაც ამბობდი.