მას შემდეგ რაც პატარ პატარა ბანდები მომრავლდა და კონტროლს აღარ ექვემდებარებოდნენ დაიწყო ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვა როგორებიც არის ჰეროინი,ნიკოტინი, ალილპროდინი, ამფეტამინი...ეს კიდევ არაუშავს....ისინი გამუდმებით ვაჭრობდნენ ახალგაზრდების სხეულებით მათი სურვილის საწინააღმდეგოდ...გუანჯოუ, კუნმინი, ურუმქი, ქსიანი, და შენჟენი ეს ის ქალაქებია სადაც უკვე აღარავის უკვირს კორპუსებს შორის ჩიხში ნარკოტიკებით გაბრუებული ან ტანსაცმელ შემოხეული ახალგაზრდების პოვნა...თითქოს ეს დღის რუტინაა როგორც დილას კბილების გახეხვა...პოლიციაც ვერაფერს აკეთებს ამიტომ ამ კოშმარიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ჩინეთიდან რაცშეიძლება შორს გაქცევაა...
ხოლო თუ გასაქცევი არ გაქვს მაშინ რომელიმე ბანდას უნდა შეეკრა და შენც მათნაირი უნდა გახდე...როცა ცხოვრება უზარმაზარ ეკალბარდით გაშენებულ ლაბირინთში გაგდებს შენ იქიდან გასასვლელი სწრაფად უნდა იპოვო სანამ ისინი უფრო გაიზრდებიან და შემოგეხვევიან....ახალგაზრდა ბიჭმაც სწორედ ბანდაში იპოვა ხსნა...როგორცკი ის მათ ტერიტორიაზე გამოჩნდა მაშინვე მიიქცია უფროსის ყურადღება და მისი ნდობაც მალევე დაიმსახურა...ამიტომ ის ხშირად დაყავდათ მოლაპარაკებებზე და ისეთ საქმეებზე რომელის ცოდნა მხოლოდ ნდობით აღჭურვილი პირის შეეძლო
2010 წელი 23 თებერვალი
იმ საღამოს საშინლად წვიმდა, ცა იქცეოდა, ქუჩაში დაყრილ ნაგავს წვიმა ქუჩის კუთხეში ურნასთან აგროვებდა,სახურავებიდან და სახლებიდან მტვერი და სიბინძურე ირეცხებოდა...ჰაერში უცნაური მძაფრი სუნი იდგა და თითქოს სუნთქვაც ჭირდა...
ეს სბედისწერო დღე აღმოჩნდა ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებაში რომელიც სახლისკენ დატვირთული მიიჩქაროდა თავის ძმასთან რომელიც სრულიად მარტო ელოდებოდა პატარა ბინაში და ერთი სული ქონდა უფროსი ძმა როდის გამოჩნდებოდა კარის ზღურბლზე...მაგრამ ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა...არავინ ვიცით სადარის ჩასაფრებულუ სიკვდილი და როდის დაგვესხმება თავს..შეიძლება ზღვაში შტორმს გადავურჩეთ მაგრამ სახლში ერთმა კოვზმა წყალმა დაგვახრჩოს...
YOU ARE READING
თეთრი ლილიები და შავი ტიტა
Fanfiction《დასრულებული》 მთელი სხეული აუცახცახდა გულში საშინელ ტკივილს გრძნობდა მაგრამ მაინც ეცადა გაეღიმა და მანიაკალური ღიმილით იყურებოდა ახლა ვინმეს რომ შეეხედა ულაპარაკოდ დაამტკიცებდნენ ჯოკერის როლზე...მისი ღიმილის მიღმა გაცრეცილი ნაცრისფერი ბურუსი მოჩანდა...