6 თავი."ახალი კავშირები"

1.2K 128 149
                                    

შაბათი დილა ყავით და სისხლის მიღებით დავიწყე.სოს  სძინავს,მე კი ძილი აღარ შემიძლია.ადრე,მაშინ როცა ადამიანურ მდგომარეობასთან მიახლოებული ვიყავი,შემეძლო,მაგრამ ჯონგუკის დაბრუნებამ ყველაფერი არია.

სამზარეულოს ბართან ვჯდები და ყავას ვსვამ.ახლა თავს კარგად უნდა ვგრძნობდე და ასეცაა,მაგრამ ფიქრები მაინც მჭამს.თუ ჯონგუკს რჩეული ჰყავს მაშინ აქ რა უნდა?იონჯუს რატომ დაუახლოვდა?ვითომ ამას მართლა ადამიანებში გასარევად აკეთებს?

იქნებ იონჯუა მისი რჩეული?მაგრამ იონჯუ ხომ ადამიანია?ან შესაძლოა მე ვთვლი ასე.

ვამპირებს ორი გზით შეგვიძლია ჩვენი ძალების დაფარვა.პირველი ჩემსავით საკუთარ თავში ძალების ჩახშობა და ყველანაირად ადამიანურობისკენ გადახრაა.მეორე კი, როგორც ჯონგუკი იქცევა,სუნისა და აურის დაფარვით.ამით ვამპირებს შენი ამოცნობა უჭირთ,ჯონგუკის  შემთხვევაში კი ეს შეუძლებელია,რადგან მას ვამპირის მაგია ბოლო დონემდე აწეული აქვს.

მაგრამ მაინც,ის რომ ძლიერი იყოს,მეცოდინებოდა.ვაიმპირების ისტორიაში ჯონგუკის დონის ყველა ვამპირს ვცნობ სახეზე,ისინი არც ისე ბევრნი არაინ.მეთ მათ რიგებს ვუერთდები და როგორც შენი ძალის დაფარვაა რთული,ზუსტად ისევე რთულია ადამიანად ქცევა,ამისთვის საკმარისი ცოდნაა საჭირო.

იონჯუ უეჭველი ადამიანია.შეიძლება ვიღაც ეხმარება ამ ხნის მანძილზე თავის შესანიღბად.ან,უბრალოდ,ჯონგუკი გაგიჟდა და გადაწყვიტა მოკვდავზე დაქორწინდეს.

ნეტა ეს შესაძლებელია?მოკვდავზე ქორწინება?თუ შესაძლებელია მაშინ ისინი ძალებს გაიზიარებენ,თუ იონჯუს გაუმართლებს ის იცოცხლებს.მაგრამ მეეჭვება ჯონგუკის ძალებს გაუმკლავდეს.გაზიარება ხანდახან ვამპირებსაც კი უჭირთ,როცა მათი ძალები არათანაბარია.ჩემი და ჯონგუკის შემთხვევაში ყველაფერი განსხვავებულად იყო.

ვამპირის რჩეული/피드백🌑🌕(დასრულებული)Where stories live. Discover now