○Gitano○

736 108 51
                                    

(A.n სალამი საყვარლებო და მონატრებულებო. იმედია ისიამოვნებთ 💜)


"გაიღვიძე!"

შორიდან ჩამესმოდა ხმა.

"გაიღვიძე!"

ისევ და ისევ მეორდებოდა, ალბათ მიყოლებით ათჯერ მაინც დამიყვირა  შეშინებულმა ხმამ.
თვალის გახელას ვერ ვბედავდი, შიშისგან ათრთოლებულ სხეულს და ტკივილისგან დამძიმებულ კიდურებს ვერ ვამოძრავებდი.
ხმა კი ისევ მეძახდა.
სადღაც გონებაში ვიცოდი სად ვიყავი, მახსოვდა როგორ მოვედი იმ ადგილამდე, მაგრამ იქნებ იქაც მომაგნეს.
უმჯობესი იყო ეფიქრათ, რომ მოვკვდი.
იქნებ გამცლოდნენ.
თავადაც შეშინებოდათ.

"ვიცი რომ ჩემი გესმის, თვალები გაახილე."

ხმა უფრო სუფთა იყო.
გაცილებით გარკვევით ისმოდა, ვიდრე წუთების წინ.
ალბათ სრულად გამოვფხიზლდი.
მომაგნეს, ვეღარ გადავურჩებოდი.

"ნუ გეშინია, ჩემი ნუ გეშინია."

ხმა ჩემს ფიქრებს კითხულობდა.
ეს ბგერები არ ეკუთვნოდა ზრდასრულ ადამიანს, ბიჭი ალბათ ჩემი ხნის ან ოდნავ უფროსი იყო.
იქნებ ვინმე გამოგზავნეს.

"ჩემი სარდაფის იატაკი, არ მგონია კარგი გადაწყვეტილება იყოს."

დარწმუნდა, რომ ცოცხალი ვიყავი.
ხმა უფრო მშვიდ ტონალობაში ისმოდა.
როგორ მიხვდა?

"ახლა თუ არ გაახელ თვალს, დედას დავუძახებ."

დამემუქრა.

დედას დაუძახებდა?

ისინი დედას არ ეძახოდნენ, ვინც ლამის სიკვდილამდე მცემა.

"ერთი, ორი, სამამდე დავითვლი მხოლოდ. ს..."

მკაფიოდ გაწელა ბგერა.

"ა... გგონია გეხუმრები?"

ალბათ ოცამდე მაინც დაითვლიდა ამ დროში, მაგრამ დროს მაძლევდა. აჭიანურებდა.

Vous avez atteint le dernier des chapitres publiés.

⏰ Dernière mise à jour : Jan 12, 2023 ⏰

Ajoutez cette histoire à votre Bibliothèque pour être informé des nouveaux chapitres !

Gitano  Où les histoires vivent. Découvrez maintenant