ლუი, როგორც ამსტრონგი

64 19 48
                                    

მკითხველო, სანამ კითხვას დაიწყებდე მინდა გაგაფრთხილო, რომ ჩემი ცხოვრება ნამდვილად არ არის გასაოცარი და თავგადასავლებით სავსე! თუ აქ იმიტომ ხარ, რომ ჩემგან ჯადოსნური ზღაპარის მოყოლას ელოდები ძალიან ვწუხვარ მაგრამ აქვე დაგემშვიდობები! რადგან ეს დისნეილენდი არ არის. აქ არც მოწამლული პირნცესა გვყავს და არც თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი!არც მამას უძალადია ჩემზე, არც დედაჩემია ალკოჰოლიკი და არც ვშიმშილობდი ბავშოვობაში. უბრალოდ გადავწყვიტე ჩემი ცხოვრების ისტორია გაგიმხილო, თუ დაიწყებ იმედია ბოლომდეც გამომყვები, მერწმუნე კარგი მსმენელი ბევრსაც შეისმენს ჩემი  ნაამბობიდან. ღმერთო როგორ ვფილოსოფოსობ! ალბათ ჯერარდი ამას ოდესმე თუ წაიკითხავს, იფიქრებს მაგარი დაბოლილი იყო ამის წერისასო, მაგრამ არა, ისეთი ფხიზელი ვარ, როგორც არასდროს.

ნუ, ბევრს ვლაყობობ არა? ისტორიის მოყოლას დავიწყებ მაგრამ მანამდე ვფიქრობ საკუთარი თავი უნდა წარმოგიდგინოთ? როგორ გამოვჩერჩეტდი, მე რომ დამეწყო მსგავის ისტორიის კითხვა გავიფიქრებდი ვინაა ეს უცნობი, რა უნდა ამ ცხოვრებისგან , რომ არ ასვენებს გარშემომყოფებს და ახლა ჩემს გამოჭერასაც ცდილობსო.

does it fate?Where stories live. Discover now