ლეპრეკონების სადღეგრძელო!

46 16 17
                                    

-ამის დედაც! წავაგეთ! ეს მართლა იტალიელი მაფიოზები, ამის დედა რო ვატირე, ბოლო წამამდე მეგონა, რომ გოლს ვერ გაგვიტანდნენ, ფსონიც ტყუილად დავდე! დამიბრუნონ ჩემი ასი გირვანქა!- ილანძღება ჯერარდი, მე კი თავის ქნევით, თანხმობის ნიშნად, უხმოდ ვცლი მორიგ კათხა ლუდს.

თამაში ნამდვილად კარგი გამოვიდა, ჩემი მეგობარი ინგლისის წაგების გამო გულნატკენი მხოლოდ მისი ასი გირვანქის გამოა, ეგ ირლანდიელი მოღალატე.

-ჯერარდ,ოღონდ შენ ნერვები დაიწყნარე და ორას გირვაქნას ამ წამსვე გაძლევ- ვბუტბუტებ და მიმტანს კიდევ ორ კათხა ლუდს ვუკვეთავ.
-ლუი, პრინციპის საკითხია, კომპანიაში სანაძლეო დავდეთ, ხვალ კი ასე დამარცხებული უნდა მივიდე, ის თავდაჯერებული ჯექსონი კი მისი რეპლიკებით სულ ამშლის გონებიდან...

-არაუშავს, იქნებ შემდეგში გაგვიმართლოს- ვამშვიდებ ამხანაგს და ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას ვკითხულობ შემდეგ კი ჯერარდს ვუყურებ, რომელიც ისეა გამომთვრალი ჩემი საუბარი იავნანასავით ჩაესმის. ვხვდები რომ კიდევ ერთი ჭიქა ზედმეტი იქნება და ფეხზე ვდგები, ჩემ მეგობარსაც ვაყენებ და ფეხარეული მომყვება უკან.

ბარს ვტოვებთ, ჩაბნელებულ ქუჩაში ტაქს ძლივს ვაჩერებ, ვინ მომცა იმის ბედი, რომ ტაქსი დროულად მოსულუყო, ჩავმსხდარიყავით ჩვენთვის მშვიდად და მალევე დავშლილიყავით! არა! დღეს რატომღაც ყველამ უარი განაცხადა მეტროთი მგზავრობაზე და სანამ ტაქსი ჩვენამდე მოაღწევდა, ორი ჩემხელა მეგობარი მეყრდნობოდა და ლამის მიწაზე გავიშოტე, რა თქმა უნდა, მასთან ერთად!

საბოლოოდ ჯერარდს მის ცოლს ვაბარებ და თავად ძლივს ვაღწევ სახლამდე, ბოლო რაც მახსოვს ჩემი ლოგინია, რომელზეც გამოუცვლელად ვწვები და წამებში მორფეოსის სამყაროში ვინაცვლებ.

მეორე დღეს თავის ტკივილი მაღვიძებს, კედლეზე ჩამოკიდებული საათი კი მაუწყებს, რომ სამსახურში წავსლის დროა. საქმე არ იცდის!მაგიდაზე არეულად დაყრილ ნოტებს ერთად ვაგროვებ, ფაილში ვდებ და სახლს სწრაფი ტემპით ვტოვებ.
ამის დედაც! ვაგვიანებ და ვიცი ბრუნო მაგრად გამომლანძღავს, თუმცა ჩემი ბრალია ასე ადრე რომ უნდა ვიყო სტუდიაში? თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, იქნებ და დილას შხაპის მიღება მინდოდა. ალკოჰოლის სუნად ვყარვარ, დაე ასეთი ამიტანოს მთელმა სტუდიომ! ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი ბრალია და არა ჩემი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 17 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

does it fate?Where stories live. Discover now