წვეულება ( I )

24 2 0
                                    

      საღამომდე დრო ძალიან გაიწელა. წვეულება 7 საათზე იწყებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ 5 საათია. შორტი და ტოპი გადმოვიღე და ჩაცმა დავიწყე.

– ახლა არ მითხრა ამით მოვდივარო – ოთახის კარი ბარბიმ შემოაღო

– ხო რავი, რას ერჩი?

– ხო მითხარი შავ კაბას ჩავიცვამო, ნუ ურევ ახლა – ბარბარემ ჩემ ჩემოდანზე დადებული კაბა მესროლა – ამაში ულამაზესი იქნები.

შავი მოკლე და გრძელმკლავიანიკაბა ჩავიცვი, გული ამოღებული ჰქონდა, ფეხზეც იმავე ფერის სანდლები, თმები დავიშალე,მსუბუქი მაკიაჟი და ეგაა.

შავი მოკლე და გრძელმკლავიანიკაბა ჩავიცვი, გული ამოღებული ჰქონდა, ფეხზეც იმავე ფერის სანდლები, თმები დავიშალე,მსუბუქი მაკიაჟი და ეგაა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

კიდევ 1 საათი უნდა ველოდო.

ნახევარ საათში კარებზე კაკუნი გაისმა. კარები გავაღე და კარებთან გიორგი იყო.

– საღამო მშვიდობისა თაკო, არ მეგონა კოტეჯში თუ იქნებოდი.

– ხო ჯერ თოკო არ მოსულა – ოდნავ გავუღიმე და გიორგის უკან გავიხედე თოკოს დანახვის იმედით.

– ბარბარე არ გამზადებულა ანუ ჯეერ? – გიორგიმ ოთახი მოათვალიერა და ოთახში შემოაბიჯა. – ისე გამიკვირდა სანის უარი რომ უთხარი, არა და ძალიან უნდოდა მასთან ერთად წასულიყავი.

– ხო რას ვიზამთ, ასე გამოვიდა – გიორგის ზუსრგი შევაქციე რომ ჩემი აწითლება არ შეემჩნია – აი ბარბარეც – წამოვიყვირე როგორც კი ბარბარე აბაზანიდან გამოვიდა.

ბარბარეს ლურჯი, მოტკეცილი, ატლასისკაბა ეცვა, ვერცხლისფერი ფეხსაცმელები, ოდნავ მაღალ ქუსლზე და თმები მაღლა ჰქონდა აწეული,წინა კულულები კი სახეზე ქონდა ჩამოყრილი. 

ბანაკიWhere stories live. Discover now