ყველაფერი თავზე გვემხობა

18 0 0
                                    


– თქვენ რა გააფრინეთ? შუა ბანაკში რა ჩხუბებს აწყობთ. ალექსანდრე, ქეთევან თქვენ გელაპარაკებით ორივე სხვა მხარეს რომ მიდიხართ – გიორგის ამდენად მკაცრი ხმა არასდროს გამიგია. – ორივე ლიდერების ოთახში სასწრაფოდ!

– ხომ გითხარი რომ შარში აღარ გახვეულიყავი? – თაკო ზუსტად ჩემს უკან 2 წამში აღმოჩნდა.

– რა იყო შენ თოკოსთან და სანისთან უკვე მოაგვარე ყველაფერი? – გამეცინა და მისკენ შევბრუნდი.

– იცი რაა? – სიცილით დაიწყო თაკომ – ეგ შენი საქმე მის მერე აღარაა, რაც ერთ ადამიანთან ვერ დაალაგე ურთიერთობა – სახე ოდნავ დაჭყანა და წინ მიბიძგა  და თვალებით მანიშნა გამასწარიო.

     არა რაა, მაგარი ვინმეა, ჩამოსული არ იყო 2 ბიჭი ერთდროულად დაიჭირა მუშტში, არა არც მიკვირს, მისი ხასიათები და გარეგნობა ძალიან კარგია, მაგრამ ის ხომ თაკოა, რომელიც მუდამ ჩემს ისტორიებს უსმენდა და არა მარტო ჩემსას, ახლა კი, ახლა მას თუ მოუსმენ. თაკო და სანი უმეტესად ერთად არიან, მაგრამ აგრეთვე თაკო და თოკოც ერთად არიან, იმედია ბიჭები ერთსა და იმავე დროს არ დაუნიშნავენ პაემანს, ან იქნებ და მოხდეს, ბევრს ვიცინე, და ისიც ვიცი ამ სიილის გამო მომხვდება. მიყვარს ეს ბავშვი და ამათი ისტორიები.

 სანის პოვ.

  ხმაური, ხომ შეიძლება ამ აფეთქებულ ბანაკში ერთი დღე ხმაურის გარეშე ჩავიაროთ. ძილი მაცადონ ხო შეიძლება, კი შუადღეა კი ფეხზე უნდა ვიდგე მაგრამ ეს დედა აფეთქებული ერთი დღე. საწოლიდან წამოვფრინდი და გარეთ გავვარდი. 

  მაგარი სანახაობაა რაა, მთელი ბანაკი წრეზე, წრეში ქეთი, თაკო, ალექსანდრე და გიორგი. შეიძლება სულ ესენი იყვნენ ყველაფრის შუაში? 

– აფეთქდა თავი, რა გაყვირებთ, ხომ ხართ ყველა ჯანმრთელად – წრეში მეც შევერიე. გიორგის და ალექსანდრეს ალეწილი სახეები ქონდათ, ქეთი და თაკო კი იცინოდნენ.

– აი ეს მაგჟებს – ჩაისისინა ალექსანდრემ – ნახე, ნახე, წეღან ჩხუბით ამიკლო ახლა კი იცინის.

– კაი ბიჭო რა იყო, ამდენად გიყვარს? ან შენ ხომ არ გადაგყვება? – სიცილის წაცდენა და გიორგის და ალექსანდრეს ხელი თავში ერთი იყო.

– კიდე ეს უნდა ამას? – გიორგიმ თვალები დაქაჩა და ლიდერების ბანაკისკენ წავიდა. – ქეთი წამოდი.

– თაკო წამოდი – გავიგონე ქეთის ხმა და უნებლიედ ჩამეცინა როდესაც ჩვენსკენ მომავალი თაკო და ქეთი დავინახე.

  ლიდერების ბანაკში ფეხი შევდგით თუ არა ქეთი წინ გავუშვი და თაკო გამოვიჭირე, მხარში ხელი ჩავავლე და კედელთან მივაყენე. თაკო ოდნავ გაბრაზებული სახით მიყურებდა, არა და ზუსტად მახსოვს არაფერი დამიშავებია.

– ელიმ გიკითხა,  მნახოსო 

    ამის დედაც, ანუ ელი, თურმე არ დამიშავებია და თან დამიშავებია, ყურადღება როგორც კი მოვადუნე, თვალის დახამხამებაში გაქრა ჩემი თვალთახედვიდან, თვალი მარტო კარებს მოვკარი რომელიც ირხეოდა.

– უკაცრავად, თაკოსთან რამე საქმე გაქვთ? – ოთახში თავი შევყავი და ეგრევე დაძაბული ჰაერი დამეჯახა 

–კი, არა – ოთხივემ ერთდროულად მიპასუხა.

– კი – ქეთის პასუხი არადან უცებ კიზე გადავიდა.

– თაკო კი არა შემოდი ერთი აქ – დამენძრა – სად ხარ მთელი დღეა? 

– გიორგი იცი, უბრალოდ ძილი მინდოდა და ტვინს ნუ შეჭამ ახლა რა.

– მე კი არა ელიმ შეჭამა მთელი დღეა ტვინი – ალექსანდრემ ბოლო ხმაზე შემომიღრინა

– რას მიღრენ ბიჭო, მე რა ჯანდაბა ვქნა ეგ თუ ტვინს ტ*****.

– ხო და გააგებინე რომ ჩვენ ნუ შეგ***  ვაახ, დალაგდით ერთხელ და სამუდამოდ – გიორგის ეს სიტყვები და ჩემი თვალების დაქაჩვა ერთი იყო.

   ქეთი გაოცებული, შემდეგ კი თაკოზე მეტად გაბრაზებული მიყურებდა ხან მე ხან თაკოს, თაკოს სახეს კი ვერ ავღწერ, გაცოფებული იყო და თან დილობდა არ შეემჩნია.

– სანი დაგვტოვე, ახლავე – გიორგიმ ხმას აუწია, თაკოს თვალს ვერ ვაშორებდი და არც ვიცოდი მისთვის რა მეთქვა და როგორ ამეხსნა .

   ოთახიდან პირდაპირი მნიშვნელობით გამომაბუნძულეს, ისევ ისე რომ მისთვის თვალი არ მომიშორებია. ყველაფერი თავზე დამემხო.

ბანაკიWhere stories live. Discover now