ისევ ეს აუტანელი თეჰიონი და მისი ყოვლისმცოდნე უკანალი, როგორ ვერ ვიტან მას და როგორ ვერ ვიტან ჩემს მშობლებს იმისათვის რომ აქ გამომგზავნეს უკვე კვირაა რაც აქ ვარ და ვკვდები ისე ძალიან მინდა სახლში დაბრუნება, ჩემი ჯიმინის ნახვა და მასთან ერთად დროს ტარება. ვზივარ და ვფიქრობ თუ როგორ დავამარცხო თეჰიონი ისე რომ მისი ცხოვრება დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე.
- რას აპირებ, მომდევნო თამაშზე?
- არ ვიცი ბავშვებო, თქვენც ამჩნევთ რომ ძლიერია, რომ საშინლად ჭკვიანი მეტოქეა.
- მაგრამ ფიზიკურად სულაც არ ჩანს ასე.
- ჰო ვიცი, მაგრამ რეალურად ყველამ ვნახეთ თუ რისი გამკეთებელია.
მართლაც ვიცოდი რომ მომდევნო თამაშსაც წავაგებდი და ასე გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი სამი თვის განმავლობაში.
ჩემები ვიღაც ქალის სანახავად წავიდნენ და მე აქ გამომგზავნეს, ისინი ჩემს ძმას ეძებენ, ძმას რომელიც მკვდარი ეგონათ, რამდენადაც ვიცი სწორედ ამ ქალმა გადამალა ის და ამ წამს ჩემი ახლად გამოჩეკილი ძმა უფრო მნიშვნელოვანია ჩემებისთვის ვიდრე მე.
საერთო საბაზანოში შევედი და შხაპის მიღების შემდეგ თვალი მოვკარი თეჰიონს, ის არასოდეს არ იბანდა ჩვენთან ერთად და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მაღიზიანებდა, ის ისე იქცეოდა თითქოს და ჩვენზე მაღლა იდგა. იმ წამს ვერ ვხვდებოდი რატომ არ სურდა ჩვენთან ერთად ყოფნა, მაგრამ გეფიცებით როდესაც შიშველი დავინახე ყველაფერს მივხვდი. მეც არ ვისურვებდი ამ სხეულის გამოჩენას 33 იდიოტთან ერთად. ის უნაკლო იყო, უნაკლო და ჭკვიანი, ასევე ჩემი ნომერ პირველი მეტოქე რომელიც ახერხებდა და ყველაფერში მიწასთან მასწორებდა, ეს კი არ მაწყობდა, მეც უნდა მიმეღო ზომები. მისი ჩრდილი გავხდი და დავიწყე ყველა მისი ნაკლის შესწავლა თუკი მას რამე ასეთი გააჩნდა ჩემთვის ის მაინც უნაკლო იყო. თვალთვალის ნიადაგზე გავიგე რომ ბავშვთა სახლიდანაა, არ ყავს მშობლები თუმცა ჰყავს პატარა ძმა, სინამდვილეში მისი არ არის, მაგრამ თავს ევლება როგორც მის ძმას, ეს მათი საუბრისას გავიგე რომ მისთვის მოკვდება, ასევე ისიც გავიგე რომ ჩემს შარმს ვერ უძლებს, რაც რატომღაც საშინლად გამიხარდა, მიუხედავად იმისა რომ ყოველ ჯერზე მისი წყალობით ლუზერი ვიყავი მაინც ვიზიდავდი.
YOU ARE READING
Brothers? Nope! Lovers... ( ფიქცია დროებით შეწყვეტილია.)
Fanfiction- თაე. - მაინც და მაინც შენ რატომ უნდა ყოფილიყავი ჯეონ. - მე... - არ მინდა რომ შენ ჩემი ძმა იყო. - არც მე არ მინდა რომ შენ ჩემი ძმა იყო.- ვამბობ, მას ხელს ვხვევ და შემდეგ ძლიერად ვიკრავ სხეულზე თავიდან ოდნავ მეჩხუბება თუმცა მალევე ჩემს მკლავებში ც...