ოჯახი.

74 7 0
                                    


- პარკ ჯიმინ იცოდე თუ ფეხს გაადგამ არ ვიცი რას გიზამ.

- ჯინ ასე რატომ მექცევი, განა კი რა დავაშავე?

- მომისმინე იქ არაფერი არ გესაქმება.

- ის მამაჩემია.

- ის მამაშენი არაა მან თავად თქვა უარი შენზე ასე რომ გეუბნები ფეხი არ მოიცვალო.

- მაგრამ მე მინდა მისი ნახვა, მინდა მივულოცო, მინდა რომ ისევ ვიგრძნო მისი სითბო.- ვამბობ ტირილით და გარეთ გამოვრბივარ, ქუქიც არაა ჩამოსული რომ ვესაუბრო ხშირად ჯინი მამას ასლია, ისეთივე დაუნდობელია როგორიც ის იყო.

მე მიყვარდა მამაჩემი, მერე რა რომ მას ისე ძლიერად არ ვუყვარდი მწამდა და მჯეროდა რომ გულის სიღრმეში ერთ დღესაც მიმიღებდა.

ერთადერი მეგობარი მყავდა ვისაც ჩემს ცხოვრებას თვალდახუჭული ვანდობდი, მაგრამ ის ამ წამს სადღაც ბანაკში იყო და არც კი ვიცოდი რას აკეთებდა, სამწუხაროდ ჯინმა ბანაკში წასვლა ამიკრძალა, ასე რომ მოწყენილობისაგან ვკვდებოდი.

ცოტა ხეტიალის შემდეგ ისევ დავბრუნდი სახლში სადაც ჯინს ჯუნი ამშვიდებდა.

- რა მოხდა?

- სად იყავი? მაინც წადი? არ დამიჯერე ხო.- დაიწყო ყვირილი ჯინმა.

- იცი რა ჯინ შეყწვიტე ჩემი გაკონტროლება, სულ მიყვირიხარ, სულ მეჩუხბები. დამნაშავე ვარ ჩხუბობ, არ ვარ მაინც ჩხუბობ. იცი რა? ალი-კვალი მამა ხარ ერთი ეგაა რომ ხელით არ მეხები.- ვყვირივარ და ტირილით ჩემს ოთახში ავრბივარ. არ ვიცი რამდენი ხანი ვარ ასე, მაგრამ ცრემლებს ვერა და ვერ ვიკავებ.

კარზე აკაკუნებენ.

- ჯიმინ შეიძლება?

- შემოდი ჯუნი.

- მალევე ოთახში ჯუნი შემოდის და ძლერად მეხვევა.

- ზედმეტები მომივიდა არა.

- ის რომ ხშირად გეჩხუბება მესმის, მაგრამ ჯინი მამაშენს არ გავს ჯიმინ.

Brothers? Nope! Lovers... ( ფიქცია დროებით შეწყვეტილია.)Où les histoires vivent. Découvrez maintenant