ვარ ისე თითქოს ტყვილად ვარსებობ. ყოველდღიურობა, რუტინული ცხოვრება ეს ყველაფერი ყოველდღე ხდება მაგრამ დადგება დღე როცა ეს შეიცვლება.
მე ჯონ ჯონგუკი ვარ. სეულის უნივერსიტეტის მოსწავლე. მყავს ერთი მეგობარი რომელსაც უკვე მეგობარსაც ვეღარ ვუწოდებ.კარგი ხვალ გავაგრძელებ უნდა დავიძინო ხვალ უნივერსიტეტში დამაგვიანდება.
დილა:
ჯანდაბა დამაგვიანდა. უცებ ტანსაცმელი გადავიცვი და გავიქეცი უნივერსიტეტში.
გადავრჩი და მივუსწარი ლექციას.
————————-
ყველა ლექციას დავესწარი და წამოვედი სახლში. კორპუსში ვცხოვრობ და ჩემი კარის მეზობლისგან გავიგე რომ ახალი მეზობელი მყავდა. ვცადე მისი გაცნობა მაგრამ სახლში არ დამხვდა. კარგი ხვალ გავიცნობ იმედია სახლში იქნება.
ახლა წავედი ბევრი დავალება მომცა ლექტორმა და ვიმეცადინებ.შემდეგი დილაც გათენდა დროზე ადრე გამეღვიძა და გადავწყვიტე სარბენად გავსულიყავი. სპორტულად ჩავიცვი და გარეთ გავედი.
დავრბოდი და უცებ შავთმიანი ბიჭი შემეჯახა. არ ვიცოდი ვინ იყო მაგრამ თავაზიანად მოვუხადე ბოდიში მაგრამ, შავთმიანი იქით მებოდიშებოდა შემდეგ კი საათს გავხედე და უკვე დრო იყო უნივერსიტეტისთვის მოვმზადებულიყავი.
ავირბინე სახლში გამოვიცვალე ტანსაცმელი და გავიმეორე დავალება.
უნივერსიტეტში არაფერი მომხდარა ისეთი.
დღეს გასაუბრება მქონდა. დიდი ხანია მინდოდა სამსახურის დაწყება მინდოდა მაგრამ თავი ვერ მოვაბი. გუშინ წინ ვიპოვე განცხადება სუპერმარკეტის მოლარედ. სანამ პროფესიაზე ჩავაბარებ და დიპლომი მექნება გადავწყვიტე ესეთ სამსახურში დამეწყო მუშაობა.
ჩავიცვი სოლიდურად, ავიღე ჩემი საბუთები და წავედი გასაუბრებაზე...
მოდი ამაზე ხვალ მოგიყვებით.შემდეგი დღე:
გავიღვიძე ისევ ძალიან ადრე და არვიცი რა მეკეთებინა. დავიწყე სოციალური ქსელების სქროლვა. დრო მაინც ნელა გადიოდა.გადავწყვიტე ისევ სარბენად გავსულიყავი. ჩავიცვი სპორტული ფორმა ავიღე ყურსასმენები და გავედი. ჩემს სახლთან ერთი სკვერია და იქ დავრბივარ.
ტელეფონში ვიყურებოდი მუსიკა ჩავრთე და დავინახე ისევ ის შავთმიანი ბიჭი. პირველ შეხვედრაზე არ დამაინტერესა მაგრამ ახლა მაინტერესებდა ვინ იყო? აქ ვხოვრობდა? ისიც ჩემსავით ვარჯიშობს ყოველდღე?
კითხვები მაწუხებდა. მაგრამ მაინც მომიწია გამეგრძელებინა ვარჯიში.
გავიდა 1 საათი და უკვე სახლში ავედი.გამოვიცვალე გავიმეორე დავალება და წავედი. ყოველთვის ვცდილობდი ლექტორისთვის მესმინა მაგრამ ახლა არ გამომდიოდა.
ვფიქრობდი იმ ბიჭზე. მინდოდა უბრალოდ მივსულიყავი და გამეცნო. ის დღეს პატარა მაგრამ საყვარელი თითებით სახლის კარებს ხსნიდა. სახე უბრალოდ საოცრება ჰქონდა. არ ვიცოდი ადამიანს ვუყურებდი თუ ანგელოზს...
ფიქრში ვიყავი და ლექტორმა დამიძახა და შენიშვნას მაძლევდა როცა მე უკვე ამოვხსენი ამოცანა. მან შემაქო მაგრამ მითხრა რომ ყურადღებით ვიყო.
ხო და თუ გახსოვთ გასაუბრებაზე ვიყავი და კი ამიყვანეს. უნდა მოვმზადებულიყავი და გამახსენდა რომ ახალი მეზობელი მყავდა გასაცნობი. ვიყიდე პატარა საჩუქარი და დავუკაკუნე კარზე.
მან გააღო და...