მზის ჩასვლისას ცა კაშკაშა ნარინჯისფერით შეღებილიყო. ჯიმინი თავის ლოგინზე იჯდა, ლეპტოპი მუხლებზე კომფორტულად მოეთავსებინა და თითებს სწრაფად ამოძრავებდა კლავიატურაზე.
[ფოუ]
ჯიმინმა დაავადების შესახებ ფაილი ჩამოტვირთა და წამებში კითხვის მორევში გადაეშვა.
(FFI) ძალიან იშვიათი, აუტოსომურ დომინანტური ტვინის აშლილობაა...
ჯიმინს თვალები გაუფართოვდა.
ფატალური ოჯახური ინსონომია(უძილობა) განუკურნებელი დაავადება, რომელიც არღვევს ძილს, იწვევს შემეცნებითი და მამოძრავებელი ფუნქციების მოშლას.
ჯიმინის სქელი ტუჩები ამჯერად ხაზებად ეკიდებოდა მის სახეს. ხელები კი ერთ ადგილზე გაშეშებოდა და სასოწარკვეთილი ინფორმაციის კითხვას ისევ და ისევ განაგრძობდა.
"არავინ იცის განკურნების გზა..?"- ჯიმინი კითხვას განაგრძობს. "დაავადებული ადამიანი რამდენიმე თვეში ან წელში იღუპება...."
პაკმა ხელები რბილ სახეზე მოისვა. "რა თქმა უნდა."- ჯიმინი ნიკაპით ხელს დაეყრდნო.
"ნეტავ ჯონგუკმა ეს იცის? ალბათ ზუსტად ვერც კი ხვდება რა სჭირს."
"უძილობა."- გაახსენდა ჯონგუკის ჩაშავებული თვალები, რომლებიც თანდათან ქრებოდა.
'მხოლოდ იმას გეტყვი, რომ დაძინება არც ისე მარტივია.'
ჯიმინმა სწრაფად ამოისუნთქა და ისეთი ხმა გამოსცა, რომელიც თითქმის სიცილს ჰგავდა. სიმპტომები კიდევ ერთხელ გადაიკითხა, თვალები ნაზად მოჭუტა და ტუჩებზე ხელები გადაისვა. სიტყვებს ვეღარ პოულობს. ლეპტოპი დახურა, საწოლზე დაწვა და ჭერს მიაშტერდა.
"ესეც ახალი მეგობარი."
სათქმელი აღარაფერი იყო.
ახალი შეტყობინება!
from: ჯონგუკი (გაგზავნილია 29 ივლისს, 23: 56 საათზე)
YOU ARE READING
INSOMNIA | ინსომნია (რედაქტირების პროცესში)
Fanfictionდაძინება აღარ არის ისეთი მარტივი, როგორც წარსულში, ეს კი ჯონგუკს ყველაზე კარგად ესმის. უძილობა და ცხოვრების საუკეთესო წლების საავადმყოფოში გატარება ისაა, რაც ჭკუიდან ნელ-ნელა გშლის. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს პრობლემა უკვე ჯიმინმაც გაითავისა. ჯიმი...