იმ ღამის შემდეგ ყველაფერი გაუარესდა.
ჯიმინმა ფანჯრიდან გაიხედა, სასწრაფოდ ჩაიცვა და მხრებზე ჩანთა მოიკიდა. ქვევით ჩავიდა, ფეხსაცმელი ჩაიცვა და საავადმყოფოსკენ მიმავალი ნაცნობი გზისკენ გაემართა. ცაზე ღრუბლები ერთად შეკრებილიყვნენ და ბნელ ფენას ქმნიდნენ. პაკმა მოსაცმელი შეიკრა, რადგან ცივი ქარისგან თავი დაეცვა, რომელიც სიარულისას პირდაპირ სახეში ეხეთქებოდა. ალბათ მალე ნამდვილი შტორმი დაიწყება, ჯიმინი კი გზას მაინც განაგრძობდა, რადგან იცოდა, რომ ჯონგუკს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
ჯონგუკის ბოლო ვიზიტიდან ერთი თვე და 16 დღე გავიდა, და მას შემდეგ, რაც ჯიმინმა ჯონი საავადმყოფოში დააბრუნა, ექიმები და ექთნები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ. არა იმიტომ, რომ გაპარვას კიდევ ცდიდა, არამედ იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა სწრაფად უარესდება. უკვე ყოველ კვირა წონაში იკლებს, რაც შეიძლება მომავლის ერთგვარი მინიშნებაც კი არის. თვეზე ნაკლებ დროში 45 კილოდან 40 კილოზე ჩამოვიდა. წონის მკვეთრი კლება საშინელებაა, ჯონგუკის კრიტიკულმა მდგომარეობამ დააქვეითა სიარულის, მოძრაობისა და საუბრის უნარიც.
საავადმყოფოში შესვლისას ჯიმინმა შუბლი შეკრა. მიჰყვება ისევ იმ ნაცნობ გზას, მიდის სწრაფად პაუზის გარეშე. ასე იყო, მანამ სანამ ნაცნობ სახეს დაინახავდა.
"ჰოსოკ?"- ჯიმინი ჯონგუკის ოთახის წინ შეჩერდა.
შავთმიანმა ბიჭმა ზევით აიხედა და ყალბად გაიღიმა. "ჰეი, ჯიმინი, ხომ? დიდი დრო გავიდა ჩვენი შეხვედრიდან."
YOU ARE READING
INSOMNIA | ინსომნია (რედაქტირების პროცესში)
Fanfictionდაძინება აღარ არის ისეთი მარტივი, როგორც წარსულში, ეს კი ჯონგუკს ყველაზე კარგად ესმის. უძილობა და ცხოვრების საუკეთესო წლების საავადმყოფოში გატარება ისაა, რაც ჭკუიდან ნელ-ნელა გშლის. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს პრობლემა უკვე ჯიმინმაც გაითავისა. ჯიმი...