სორა კარების ხმამ გააღვიძა, გააზრებაც ვერ მოასწრო რა ხდებოდა, როდესაც თავზე ჯიმინი დაადგა, ის თავს ვერ იკავებდა და ბანცალებდა, ეტყობოდა ნასვამი იყო. გოგონა ფეხზე წამოდგა, მაგრამ ძირს დავარდნილმა ნივთის ხმამ შეაშინა და ადგილზე გაიყინა.
ჯიმინი-ეს რა არის?
ჯიმინი ისევ ვერ ახერხებდა თავის შეკავებას, გაჭირვებით აიღო ალბომი და როგორც კი "ტკბილი ოჯახის" ფოტო დაინახა, ზიზღიანი სახით შეხედა სორას.
ჯიმინი-სად იპოვე?
გოგონა შეშინდა, როცა მისი გამომეტყველება დაინახა, იცოდა რომ კარგს არაფერს უნდა ელოდა ბიჭისგან.
ეტყობოდა სახეზე ის ტკივილი, რომელიც მან წარსულში გაიარა, ეტყობოდა რომ სორა ახლა მას იმაზე მეტად უნდოდა დაენდო და მისთვის გული არ ეტკინა ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ მისი ტკივილი, მისი სიძულვილი, მისი გრძნობები, ამის უფლებას არ აძლევდა.უნდოდა ყვარებოდა და უყვარს კიდევაც, მაგრამ იცით განადგურებული ადამიანის გული როგორია?..დანაწევრებული, დაჩეხილი და ყოვლად განადგურებული, რომელის გამთელებაც მხოლოდ ერთი ადამიანის სიყვარულს შეუძლია.
მაგრამ, როდესაც მის ერთ ნატამალ ღალატს მაინც ხედავ, შენში ისევ ის მონსტრი იღვიძებს, რომლის დამალვასაც ამდენი ხნის მანძილზე ცდილობდი.
ჯიმინს არ შეეძლო თავის შეკავება, ახლა ის საკმაოდ გაღიზიანებული იყო, სორა სწრაფი მოძრაობით მოიქცია ხელებში მისი შეშინებული სახე დაიჭირა და მის თვალებში ჩაიკარგა.
უყურებდა ყავისფერ თვალებს, რომლებიც ბიჭს ყველაზე და ყველაფერზე მეტად სჭირდებოდა.ჯიმინი-რატომ არის ეს აქ? რატომ ათვალიერებ? ხელში რატომ გიჭირავს სორა, რატომ?- ჯიმინს არ ჩვევია ყვირილი, ყოველთვის წყანარად საუბრობდა, ეს მხოლოდ საქციელებში არ გამოიხატებოდა.
სორა-ჯიმინ, გთხოვ დაწყნარდი-ღრმად ჩაისუნთქა- ეს უბრალოდ ფოტოებია, ჯიმინ დაწყნარდი, კარგი?
YOU ARE READING
ლეგენდად ქცეული სიყვარული
Fanfictionბიჭი, რომელმაც საკუთარი მშობლები დახოცა, ამჯერად კორეის დედაქალაქში სეულში გადაინაცვლა და იქ აგრძელებს ყველანაირი ცუდი საქმის გაკეთებას. ერთ ღამესაც ის განრისხებული გადაწყვეტს ადამიანის მოკვლას და პოლიციაც ახლო მახლო აღმოჩნდება, ამჯერად კი თავს მძე...