მე შენ შეგხვდი..

391 27 7
                                    

გამაყრუებელმა გასროლამ, სორა უფრო შეაშინა და გონზე მოსასვლელად რამოდენიმე წუთი დასჭირდა.
ნელა წამოდგა და ცრემლიანი თვალებით, ჯერ გვამს გახედა, ძლიერად დახუჭა გაანალიზა დანახული ხოლო შემდეგ, სისხლიან ჯიმინს, რომელსაც ფსიქოპატური ღიმილი აეკრა და სიამოვნებით უყურებდა სისხლით მოსვრილ კაცს.
გოგონას არ შეეძლო ეს ყველაფერი კიდევ ხელახლა ენახა, ამიტომ გაჭირვებით გავიდა სახლიდან, მაგრამ არ იცოდა სად წასულიყო, რა გაეკეთებინა, ჯიმინისთვის ეყვირა თუ ეკოცნა, გაბრაზებულიყო თუ დაევიწყებინა, რადგან დის მკვლელი ახლა დასჯილოყო.
სორა იქვე კიბეზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო, მალევე მოესმა კარის დახურვის ხმა, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა.

ჯიმინი-ეს უნდა გამეკეთებინა-ბიჭის ხმა მშვიდი იყო, ეს სორას უფრო აღიზიანებდა, არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ბიჭმა სწორი გზა აირჩია დასასჯელად, არ ამართლებდა მის საქციელს და ეს გულს ტკენდა, უნდოდა ჯიმინი ყოველთვის მართალი ყოფილიყო მის თვალში, მაგრამ მან იცოდა, რომ ასე ვერ იქნებოდა.
გოგონა უბრალოდ წამოდგა და იქაურობას გაეცალა, ნელი ნაბიჯებით მიდიოდა, ბიჭი კი იმავე ტემპით უკან თავჩაქინდრული, დაკარგული ძაღლივით მიჰყვებოდა.

სახლის კართან გაჩერდა, რადგან მხოლოდ ბიჭს შეეძლო კარის გაღება, წინ გაუშვა და მალევე სახლშიც უპრობლემოდ შევიდა.

ჯიმინი-არ დამელაპარაკები?-ახლოს მივიდა, მაგრამ შეხება არც კი უფიქრია.
სორასგან პასუხი ვერ დაიბრუნა, გოგონა უბრალოდ გაშეშებული იდგა ჯიმინის წინ.-კარგი რა, ეს უბრალოდ სამაგიერო იყო, ასეთი რეაქცია რა საჭიროა?!..

სორა-რეაქცია?..ჯიმინ, გესმის მაინც რას მეუბნები?-წარბი შეკრა და ჯიმინს თვალებში შეხედა, არ ელოდა მისგან ასეთ ნათქვამს, ეს კიდევ უფრო უმძიმებდა გულს.- ჩემს წინ ადამიანი მოკალი, ისე რომ თვალიც არ დაგიხამხამებია.

ჯიმინი-ადამიანი?..მას ადამიანს უწოდებ, რაც შენი და მოკლა?

ლეგენდად ქცეული სიყვარულიWhere stories live. Discover now