1

26 4 2
                                    

ვწევარ ტბის პირას და მესმის მთების გრიალი.
მარტო ვარ,სახეზე დილის ნისლი გადამდის.
თვალებს ვხუჭავ,თითქოს აქ ხარ და ხელებზე მეხები.
ნეტავ თუ გახსოვარ ან იქნებ,სულაც გადამივიწყე...
მაგრამ,მე ხომ კვალი დაგამჩნიე,წამოსვლისას ჩემი სიმბოლოც ხელის გულებზე დაგიტოვე.
დაგიტოვე პატარა და ლურჯი ვარსკვლავები,რომლებიც იშლებიან,რადგან ზუსტად ასე ემართება ჩემს არსებას შენი დანახვისას...შენზე შეხებისას.
მახსოვს,როგორ გნახე პირველად,ისევ აქ...ამ წვიმის ტყეში,მაღალ ხეებში მიმალულ სევდას გამოედევნე,ველურ პიტნას დაუწყე კრეფა.
შენ ხომ პოეტი ხარ,სულით რომანტიკოსი,გონებით მეცნიერი,რომელიც კაცობრიობას მხრებით აწვება,რადგან მის საიდუმლოებას ატარებს საიდუმლოდ.
შენი თვალები მუდამ ბრწყინავს,რადგან მაძიებელი ხარ და მარად შეყვარებული.
  სიგიჟემდე მომწონს,როგორც გიფართოვდება გუგები ჩემი დანახვისას,ჩემთან მოახლოებისას.
წვიმის ანგელოზს გავხარ,რომელიც უღრან ტყეებში მშვილდითა და ისრით თავისი ადამიანის დაცვას ცდილობს.
შენი ენერგეტიკა მოიცავს ერთდროულად წყალსაც,ჰაერსაც,ცეცხლსაც...სავსე ხარ...ცოტათი მშურს კიდეც,რომ უჩემოდაც შეგიძლია კარგად იყო...
მაგრამ მენუგეშება შენი სიტყვები:,,აქ რომ იყავი,მხოლოდ მაშინ ვიყავი კარგად."
ბუნების შვილი ხარ,მოწოდებული ხარ ქარივით ქროდე,მოწოდებული ხარ შთაგონებისთვის.
შენ...მხოლოდ შენ ხარ ჩემი შთაგონება.
მრავალი წელი გავიდა ჩემი გაუფერულებიდან და შენი ერთი შეხება სიცოცხლეს მაგონებს.
  მინდა სულ მყავდე...მინდა სულ ვსვამდე შენი დაკრეფილი ველური პიტნის ჩაის...მინდა შენი სუნი და ფერი არასდროს დამავიწყდეს,რადგან შენ ხარ ის ერთადერთი,რომელმაც ჩემს ფერს სული შეახო.
არ გეშინია...
არაფრის გეშინია...
ჩემთან გინდა...
უნდა გამიმკლავდე...
გთხოვ ვარსკვლავბიჭუნა...
გთხოვ რომ დარჩე...
ისევ მინდა ვიგრძნო...

ჩუმი ღამეები მწუხარებამდეWhere stories live. Discover now