როგორ გინდა ჩენთან და როგორ ითმენ უჩემობას....
როგორ ფიქრობ ჩემზე და თურმე სულ ფიქრობ...
შენგან არაფერი მტკივა,მხოლოდ სითბოს ვგრძნობ.
მშვიდად ვარ და მეშინია რომ ის არ ხარ,ვინც გინდა,რომ ჩემთვის იყო.
თურმე ფიქრობ,როგორ წამიყვან შენთან,როგორ მაჩვენებ უჩვეულო ადგილებს.
გინდა ჩემთან გამოიზამთრო,ზამთრამდეც შემოდგომის მელანქოლიას ჩემთან ემალები.
არ გეშინია...
რატომ მენდობი?
რატომ მანდობ თავს?
გიხსენებ...
ვითვლი... ერთი....ორი... სამამდე ქრები.
ქრები...
მაგრამ უფრო მკაფიოდ ჩნდები...
სულ მეხსომები.
თურმე შენ მე მატარებდი მაჯისცემით.
გინდა ზრუნავდე,გინდა გახსოვდე,გინდა ფიქრობდე,გინდა გჩუქნიდე თავს.
ვინ ხარ?

YOU ARE READING
ჩუმი ღამეები მწუხარებამდე
Poesiaსეზონური სევდა,რომელიც გარკვეული ზომიერებით გამოირჩევა