"1"

143 15 11
                                    

JK'S POV:

დილით ადრე გავიღვიძე,ჩემი ძაღლი ვივიენი ძალიან ცელქია,დილაუთენია უნდა ვაჭამო მაინცდამაინც. დღეს ის დღეა! ვთქვი და
სააბაზანოში შევედი,თავის მოწესრიგებას შევუდექი,გადავივლე კბილები გამოვიხეხე და სახის პროცედურები ჩავიტარე,ჩემს ლამაზს სახეს მოვლა სჭირდება.

დილის პროცედურების შემდეგ ვივიენს ვაჭამე.

დღეს ზღვაზე ვაპირებდი გასვლას ამიტომ ოდნავ შეხსნილი მაისური,შორტები და კეტდები ჩავიცვი.დილაობით მიყვარს იქ წასვლა რადგან,მაგ დროს მშვიდია ზღვა,ბევრი ხალხიც არ არის და შესაბამისად მარტო ვარ ხოლმე რაც მე მიყვარს.

სახლიდან გავედი და ჩემი ველოსიპედი ავიღე.ჩემი სახლიდან ზღვა არც ისე შორსაა,ამიტომ 15 წუთში მივედი.

ჩემს აგებულ პატარა სასახლესთან დავჯექი და ზღვას გავხედე.როგორც ვთქვი ამ დროს ძალიან მშვიდია და სასიამოვნოა ყურება.თოლებიც გამოჩდნენ,როგორც მახსოვს დედა მეუბნებოდა რომ ისინი ჩემი საყვარელი ფრინველები იყვნენ..

მახსოვს დედა მეჩხუბებოდა: -ჯონგუკ! ნუ დასდევ მაგ მედუზებს დაგსუსხავს, იბღავლებ და მოვარდები ჩემთან მედუზამ დამსუსხაო!
-კარგი რა დედაჩემოო! ვიცი სწორად როგორ უნდა დავიჭირო ისე რომ არ დამსუსხოს!
-ვაი შენს პატრონს..
-დედააა გავიგონეეეე!!!

გამეცინა,სულ ესეთებს ამბობდა: ვაი შენს პატრონს,შენი გაკეთებულია.
როგორ მენატრება....

ამ მოგონებებში ჩაფლულს ვერ შევამჩნიე როგორ დავსველდი, თუმცა მანამ სანამ შევამჩნევდი სხვა რაღაცამ გამომაფხიზლა.

-უკაცრავად მაგრამ ვერ გრძნობთ რომ სველდებით?
-რა ?
ისევ ვფიქრობდი როცა ერთმა უცნობა დამიძახა:
-რა რა ? ვერ გრძნობთ რომ სველდებით? წყალი უკვე თქვენამდე აღწევს.

აი ხალხო თუ მეორედ მოსვლა იწყება და ანგელოზი ჩამოვიდა აქ სწორად ის არის,ანგელოზი რომელიც ჩემს წინ დგას და იცინის, მისი თვალები კი სადღაც გამქარალა, ღმერთო მისი სიცილის ხმა... ნუთუ ის ბიჭია ? არა გავგიჟდები ახლა,როგორ შეიძლება სიზმარი რეალობად იქცეს? მაგრამ თუ ეს შესაძლებელია... მაიც. მე მოვკვდი ?
შანსი არაა.. ჯონგუკ დროზე აწიე ერთი ლამაზი უკანალი და რამე უთხარი... ჩემმა არანაკლებ ლამაზმა ქვეცნობიერმა ამომძახა და მეც ავდექი.

Sea༄(𝐽𝑖𝑘𝑜𝑜𝑘)Where stories live. Discover now