მოულოდნელობა

54 5 1
                                    

- გოგონებო, დღეს სტუმრები მოდიან! წვეულებას ვაწყობ. - მხიარულად თქვა როზემ.
ჯიმინი: მოიცა... ნუთუ ისეთი მეტიჩარა ხარ რომ ჩვენ არაფერი გვითხარი? ასე როგორ შეიძლება?

აუჰჰჰ! როგორ დაავიწყდა, რომ ეთქვა ბავშვებისთვის? მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო და წვეულებისთვის უნდა მომზადებულიყვნენ. ოთახი მორთეს, გაამზადეს საჭმელები და ახლა გოგონები თავს იწესრიგებდნენ.

ბიჭები კი იქვე, სასტუმრო ოთახში ისხდნენ და ტელავიზორს უყურებდნენ.

უცებ, ჯიმინმა სიცილი დაიწყო და ბიჭებს უთხრა: - ბიჭებო, არ გახსოვთ რა გაგვიკეთეს გოგონებმა წინა ზაფხულს? ახლა ამას ვეღარ გაგახსენებთ, წესით უნდა გახსოვდეთ. მოკლედ, ახლა შანსი გვეძლევა, რომ სამაგიერო გადავუხადოთ.
ჯონგუქი: ჰო, კარგად მახსოვს. ჯობია, აღარ შეგახსენოთ. კარგი იდეაა!
ჯინი: ოქეი, მაგარია რა! ერთი სული მაქვს როდის ვნახავთ იგივე დღეში.
ტაე: მე ვერთვები!

მოკლედ, ამ ოთხმა ონავარმა გეგმა დასახა. მივიდნენ და წვეულებისთვის მაგიდაზე რაც კი საჭმელი იყო, გოგონების გამოსვლამდე სულ შეჭამეს. კმაყოფილები კი, ისევ ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდნენ. 

უცებ, ოთახიდან როზე გამოვიდა, უნდოდა თვალი კიდევ ერთხელ შეევლო "იდეალური" სამზადისისთვის. უცებ, სასადილოდან გამაყრუებელი ყვირილი გაისმა.

ბიჭებმა ხმადაბალი სიცილი დაიწყეს. უცებ, თავზე როზე დაადგათ.
როზე: ეეე! ეს თქვენ ქენით იდიოტებო?!
არადა, რა გეგმები მქონდა!

ამ კივილზე გოგონები მაშინვე გამოვარდნენ. მათაც დატუქსეს თავიანთი ქმრები, მაგრამ ბიჭებმა თავიანთი საქციელი გაახსენეს და ვეღარაფერი გაუბედეს. წვეულებამდე კი, ნახევარი საათი რჩებოდა.

გოგონებმა მოთქმა დაიწყეს, ბიჭები კი ჩუმად ისხდნენ. მათ იმდენად გააძლიერეს მოთქმა-გოდება, რომ ბიჭები შეწუხდნენ და უთხრეს:
- ახლა აქ ისხედით და იტირეთ, საქმე კი თავისით გაკეთდება.

ლისა: ახლა რა უნდა მოვასწროთ?
ჰობი: მე მაქვს ერთი იდეა! - თქვა და წარბები აათამაშა.

როცა სტუმრები მოვიდნენ, მათაც და მასპინძლებმაც ერთად დაიწყეს საჭმლის გაკეთება. ჰობი კი იჯდა და ნახელავს კმაყოფილი უყურებდა.
ჰობი: იდეების გენიოსი ვარ რა! მე რომ არ ვიყო ამ უბედურებს რა ეშველებოდათ?

BangPink house ♥️Where stories live. Discover now