ჯინს მაინცდამაინც არ მოსწონდა ჯისუს ძაღლი, დალგომი. მისი აზრით, ის ყველაფერს აფუჭებდა და ურევდა. გარდა ამისა, ჯისუს ართმევდა.
ჯისუ დიდხანს ეფერებოდა დალგომს. ახლაც მისაღებ ოთახში ისხდნენ და თამაშობდნენ. ჯინმა ვეღარ მოითმინა ჯისუს უთხრა:
- შენი ძაღლი ყველაფერს აფუჭებს. ცოტა ხნით თავი დაანებე და მეც მომაქციე ყურადღება.ჯისუმ თავი გააქნია და მეორე ოთახში გავიდა. ჯინმა გეგმა დასახა: დალგომს ცოტა ხნით "სასეირნოდ" გაგზავნიდა. როცა ჯისუ თვალს მიეფარა, ძაღლთან
მიირბინა და უთხრა:
- ახლა, წამოდი მე და შენ უნდა გავისეირნოთ! აბა, წამომყევი.ბიჭმა ძაღლი გარეთ გაიყვანა და კარები ჩაკეტა. აი, ასე მოუხდებოდა. ცოტა ხანში, ჯისუც გამოვიდა. მან დალგომს ძებნა დაუწყო.
ჯისუ: ეს... ძაღლს რა უქენი? მიპასუხეეე!ჯისუ იმხელა ხმაზე კიოდა, რომ მთელ არემარეს ესმოდა. ჯინი კი მიხვდა, რომ ასე უფრო ეჩხუბებოდა და დალგომი სახლში დააბრუნა. საღამოს, ჯისუმ ორივე წინ დაისვა.
ჯისუ: კიმ სოკჯინ, ამიხსნი რა მოხდა? ჩემი ძაღლი ქუჩაში რატომ გააგდე?
ჯინი: არა... ისა... არ გამიგდია. უბრალოდ... გაიქცა თვითონ.
ჯისუ: დალგომს ეს არ სჩვევია! მატყუებ! ვიცი, რომ შენ გააგდე. ჯობია, სიმართლე მითხრა.
ჯინმა ღრმად ამოისუნთქა: - კარგი, ხო მე
გავაგდე! მე განა შენგან რას ვითხოვდი? შენ ყურადღებას საერთოდ არ მაქცევ. მე უბრალოდ ყურადღება მინდოდა. ეს რა გააკეთე. რატომ დამღუპე? - ამბობდა და დორამის მსახიობივით დგამდა დრამებს.ჯისუმ უცებ ხმამაღლა გაიცინა და უთხრა: - შენ დაგსჯი, ოღონდ ცოტა ხნით. რომ არ გეწყინოს, დალგომიც შენთან ერთად დაისჯება, გასაგებია?!
ჯისუმ მათ დაავალა სხვადასხვა საქმეების შესრულება. ბიჭები მთელი დღე მუშაობდნენ. საღამოს კი, საჩუქარს ელოდნენ მისგან. ჯისუმ ორივე ჩაიხუტა.
ჯისუ: თქვენ მე ერთმანეთისგან როგორ გაგარჩევთ? ორივე ზუსტად ერთნაირები ხართ. არაფრით განსხვავდებით ერთმანეთისგან!ჯინი: ანუ იმას ამბობ, რომ მე ძაღლი ვარ? შენ მე მას შემადარე! კარგი რა!
საბედნიეროდ, მერე როგორღაც შერიგდნენ. და ყველა ბედნიერად ცხოვრობდა.
დებილობა იყო ხომ? მე მინდოდა უფრო მეტი კომედია და იუმორი ჩამემატებინა. მაგრამ ისეთი ვერ გამოვიდა, როგორიც მინდოდა. არაუშავს. 🙃🙃🙃
![](https://img.wattpad.com/cover/293647361-288-k595912.jpg)