პირველ კლასში რომ ვიყავი, მასწავლებელმა დაფასთან გამომიყვანა და მაგალითის ამოხსნა დამავალა. როგორც პატარა ბავშვს, მაგალითის ამოხსნა გამიჭირდა. აი, ამის: 2+2=?
როცა ორი საათი ვფიქრობდი, მთელმა კლასმა სიცილი ატეხა, მასწავლებელმა კი თავი გააქნია. ჩემი ადგილისკენ დარცხვენილი წავედი და მთელი გაკვთილები ხმაც არ ამომიღია.
დასვენებაზე ჩემს მერხთან ჩემი საუკეთესო მეგობარი და ორი კლასელი გოგონა მოვიდნენ. მათ მხიარულად გამიღიმეს და ერთ-ერთმა მათგანმა
მითხრა:
- მე გასწავლი მიმატების ერთ-ხერხს. მე+ის+შენი მეგობარი+შენ=ოთხის. ამიერიდან ასე დაიმახსოვრებ. მინდა, რომ ამ ტოლობის ბოლოში "BFF " ეწეროს. დავმეგობრდეთ?როგორც იქნა, ერთადერთი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც არ დამცინოდა. მე უმალვე დავთანხმდი მეგობრობაზე. ამიერიდან, მე ელი, ჰელენი და მერი მეგობრები გავხდით. ერთად დიდ დროს ვატარებდით და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მერე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ეს ორი გოგონა მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობდა, ამიტომ მათთან ყოველდღიური კონტაქტის საშუალება მოგვეცა.
ისინი ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ ხოლმე და სახლის უკანა ეზოში, პატარა გადახურულ ფანჩატურში ვიმყოფებოდით. იქ მრავალ თამაშს ვთამაშობდით, როგორიცაა სიმართლე თუ მოქმედება, ტყუილობანა და ა.შ. მერე დიდ წვეულებებს ვაწყობდით ხოლმე და მეზობელ ბავშვებსაც ვპატიჟებდით. მე ჩვენი გაცნობის დღიდან დაშორებამდე ყველა მომენტს ვიწერდი და ჩემს ვიდოკამერაზე აღვბეჭდავდი. კიდევ, საინტერესო დღეების შესახებ, ვიღებდი ფოტოებს, ვაკეთებდი ჩანახატებს და ვხატავდი.
მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ სამივე არასოდეს დამვიწყებოდა. ჩვენი ფოტოები ჩემს საძინებელ ოთახში მქონდა გამოკრული, მაგრამ შემდგომში ყველას ერთ დიდ, ძველი ნივთების ყუთში გადავუძახე, იმიტომ რომ მხოლოდ ზიზღს და სევდას იწვევდნენ ჩემში.

YOU ARE READING
Memories bring back 🔮
Fanfictionოთხი საუკეთესო მეგობარი, რომელთაგან ერთი უცაბედად, მოკვდება. ვნახოთ, რა მოხდება დარჩენილი სამის ცხოვრებაში.