მესამე თავი

13 2 0
                                    

- აუუუ, გოგონებო დღეს საკონტროლო გვაქვს. მეშინია! - დაიწრიპინა მერიმ და თავი წიგნის უკან ჩამალა. - ვინმე გადამაწერინებთ? ერთ-ერთი თქვენგანი...

ეს სიტყვები ისე, სასხვათაშორისოდ თქვა. კარგად იცოდა, რომ ახლა თვით ალბერტ აინშტაინიც ვერ უშველიდა, რადგან სრულიად მარტო, მთელი კლასისგან განცალკევებით იჯდა. ხანდახან იმ მატერიკს მაგონებდა, რომელიც ეროზიის შედეგად თავის მეგობრებს მოსწყდა. სხვა შემთხვევაში, მას არც ერთი დავეხმარებოდით, რადგან მეგობარი ზუსტად ისაა, ვინც დამოუკიდებლობას გაჩვევს.

- იცი, სხვა დროს, არ უნდა იჯდე მთელი დღე კომპიუტერულ თამაშებში შენს ბიძაშვილებთან ერთად. - უპასუხა ჰელენმა, - და რომ გკითხონ, ასეთი ტიპის თამაშები გეზიზღება.

- ეეე! ეს საიდან იცი? - გაუკვირდა მერის, - ეს საიდან იცი?

- სულელო, მე შენს გვერდით ვცხოვრობ და შენი ფანჯარაც ჩემსას გადმოჰყურებს. მთელი დღე ვხედავ რას აკეთებ.

ამრიგად, ტესტის წერა დაიწყო. ამ დღეს მათემატიკის მასწავლებელი ყოველთვის გაბადრული დადიოდა, რადგან ბევრ შეცდომებს აღმოაჩენდა ხოლმე. ლიტერატურის მასწავლებელს, ფაქტობრივად ძალიან ვეცოდებოდით, ისეთი სახით გვიყურებდა ხოლმე.
დღესაც, კმაყოფილი სახით ჩამოგვირიგა მათემატიკამ ფურცლები და ჯიბრით შემოგვხედა.

წერის თხუთმეტი წუთი საშინელება იყო. როცა მოვრჩი, მაშინღა შევამჩნიე, რომ ზურგი მთლად გაოფლილი მქონდა. მასწავლებლის მაგიდასთან შეშინებული მივედი, ნამუშევარი "დავუხეთქე" და სწრაფად, ძალიან სწრაფად გამოვიქეცი. კიდევ კარგი, რომ ეს ბოლო გაკვეთილი იყო, თორემ დარჩენილი ექვსი გაკვეთილი მასწავლებელს თვალებში როგორ ჩავხედავდი!

გოგონებიც იგივე დღეში იყვნენ, განსაკუთრებით ჩვენს პატარა გეიმერს ეშინოდა. პასუხები მეორე დღეს იქნებოდა. გადავწყვიტე, რომ მომემიზეზებინა, ვითომ ცუდად ვიყავი და იმ დღეს სკოლაში არ წავსულიყავი. მაგრამ სიმართლეს მაინც ვერ დავმალავდი. ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო.

ის დღე მთლად თუ ვერა, მაგრამ ცოტათი მაინც გავიხალისეთ. საქმე ისაა, რომ კარგად ვითამაშეთ. ჩვენი საყვარელი თამაში "ტყუილობანა" იყო. ასე უფრო მეტ რამეს ვიგებდით ერთმანეთზე და ტყუილებში ვიჭერდით ერთმანეთს. ახლა თამაშის წესებს გაგაცნობთ: ერთ-ერთ მონაწილეს უნდა ეთქვა ერთი სიმართლე და ერთი ტყუილი. ჩვენ კი, უნდა გაგვერჩია ერთმანეთისაგან. ხანდახან, ისეთ სისულელეებს  ვიძახდით, რომ თვითონვე გვეცინებოდა.

მეორე დღეს, პასუხებიც მოვიდა. აღმოჩნდა, რომ თავი მეცადინეობით ტყუილად მომიკლავს. რადგან ჩვენს ოთხს შორის ათიანი მხოლოდ მერიმ მიიღო, რომელსაც საერთოდ არ უმეცადინია, ეს ალბათ გამართლების ამბავი იყო. გოგონა მთელი დღე სიხარულისგან დაფრინავდა, რადგან დედამ გაჯეტებში უფრო მეტი დროის გატარების უფლება მისცა. ჩვენ კი, დასჯის მეტი ვერაფერი მივიღეთ.

Memories bring back 🔮Where stories live. Discover now