მეორე თავი

15 3 0
                                    

დილით ტელეფონის ზუმერი აწკრიალდა, მიზეზი ის იყო, რომ ელი მირეკავდა. ნამძინარევმა ძალა მოვიკრიბე და ვუპასუხე.

ელიმ ტელეფონს ისე ჩაყვირა, რომ ყურები მეტკინა: - გოგო, ძილისგუდა, ადექი! ახლა ბევრი საქმეები გვაქვს: უნდა წავიდეთ მაღაზიებში, მოვამზადოთ საჭმელები, გავაკეთოთ დეკორაციები წვეულებისთვის. მინდა, რომ ეს ყველაზე მაგარი წვეულება იყოს ჩემს ცხოვრებაში, იქ კიდევ კელის ძმაც მოდის. მოკლედ, გაიღვიძე! ჰეი, ბეტი, გესმის ჩემი?

- კი მაგრამ, არ შეგიძლია ეს ჰელენს და მერის უთხრა? - წამოვყავი თავი ბალიშიდან, - თანაც ახლა მხოლოდ შვიდი საათია!

- ვაიმე, შენ ტოკიოს დროით ცხოვრობ? შუადღეა, შეუადღე! - ამოიხვნეშა მან.

მე სწრაფად გავთიშე ტელეფონი და ძლივს ავდექი ლოგინიდან. საათს რომ დავხედე, შუადღის თორმეტი საათი იყო. მომზადება სწრაფად დავიწყე. ცხოვრებაში ისე არ მიჩქარია, როგორც მაშინ. იმიტომ, რომ მე ვიცოდი ელის რთული ხასიათი და ის სიურპრიზი, რომელსაც დაგვიანების შემთხვევაში მომიმზადებდა.

მე მას ჩემს ქუჩაზე დაველოდე, რადგან ისიც აქ ცხოვრობდა, ორი სახლის გამოტოვებით. სინამდვილეში, მე კი არა მან მალოდინა. ალბათ, იცოდა, რომ ძალიან გვიან ავდგებოდი და ძილი განაგრძო. როცა დავინახე, ხელი ცივად ამიწია და მეორე ქუჩისკენ წამიყვანა. იქ ძალიან ბევრი სავაჭრო დაწესებულებები იყო, გარდა ამისა დანარჩენი ორიც შემოგვიერთდა.

- აბა, ახლა ჯერ პრადაში უნდა შევიდეთ. მინდა, რომ საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ. მერე დეკორაციები უნდა ვიყიდოთ ისეთ მაღაზიაში, რომელშიც ყველაფერი იაფია. ამაზე ბევრ ფულს ნამდვილად ვერ დავხარჯავ. კიდევ...———————————————————————
მოკლედ, ამ გოგომ დაგვტანჯა. იმდენი გვარბენინა მაღაზიებში, რომ ფეხებიღა გვტკიოდა. ის ნივთებს იღებდა, ამოიხვნეშებდა და ისევ უკან დააბრუნებდა. მსოფლიოს ყველაზე მაგარ მაღაზიებშიც კი ყველაფერი დაიწუნა.
შემდეგ, თავის სახლში წაგვიყვანა და შევუდექით ოთხივე კულინარობას. YouTube-ზე დადებულ ვიდეოებს ვუყურებდით და ისე ვაკეთებდით, მაგრამ არაფერი გამოვიდა. იქაურობა მხოლოდ კეტჩუპით, ფქვილით და საჭმლის ნარჩენებით მოისვარა. როცა ეს მისმა დედამ დაინახა, კინაღამ იტირა, ისე შევეცოდეთ. ბოლოს, ელიმ მოიფიქრა, რომ საჭმელები კურიერისთვის დაგვებარებინა.

Memories bring back 🔮Where stories live. Discover now