დილით ძალიან კარგ ხასიათზე ვიღვიძებ...
ვდგები, ბაბუს არ ვაღვიძებ მაგრამ თვითონ დგება და კიბეებზე ჩემთან ერთად ჩაბაკუნობს სასაუზმოდ. 😇- რას შეჭამ?
- რასაც შენ ბაბუ იმას მეც... - ვეუბნები თბილად და ვიღრიჯები.
- მე დილით ჩაი და პურიც მყოფნის. შენ რა გაგიკეთო ის მითხარი ხვალე მიდიხარ და... - ანერვიულდა- მინდა მიგხედო. - მინდოდა პირიქით მე მოვმსახურებოდი.
- ხოდა, იმიტომ, რომ ხვალ მე მივდივარ, შენ უნდა მიგხედო. აბაა ცხელ შოკოლადს ვაკეთებ, დროზე დაბრძანდით სავარძელში დილის გადაცემა ჩართეთ და თქვენი შვილიშვილი ახლავე მოვააა. - ბაბუს ეცინება, ლოყაზე მკოცნის მისი გასაპარსი წვერით და დივანზე კალათდება. ნუკი მასთან მირბის.ბაბუსთან ახლოს ვთავსდები, ცხელი შოკოლადით და ბლინებით.
გემრიელად მივირთმევთ და თან ნუკის ვუყურებთ თუ როგორ შეექცევა მის ულუფას.𒊹︎︎︎𒊹︎︎︎𒊹︎︎︎𒊹︎︎︎𒊹︎︎︎𒊹︎︎︎𒊹︎︎︎𒊹︎︎︎𒊹︎︎︎𒊹︎︎︎𒊹︎︎︎𒊹︎︎︎𒊹︎︎︎𒊹︎︎︎𒊹︎︎︎𒊹︎︎︎𒊹︎︎︎𒊹︎︎︎
ჩემს მუქ ჯინსს ვიცმევ, ღია ფერის მაისურთან ერთად და სახლიდან გავდივარ.
ნიკუშამ ჩემი ანგარიშიდან თანხა მოხსნა და გამომიგზავნა თორე კაპიკები დამრჩა.მანქანაში ვჯდები და მარკეტისკენ მივდივარ საღამოსთვის, გემრიელი ვახშამი მინდა ბაბუს მოვუმზადო და რამე წიგნი ვუყიდო.
ნახევარი გზა გავიარე და ეხლა გამახსენდა, რომ ტელეფონი დამრჩა სახლში თანაც გამორთული.
ნერვებ მოშლილი ვბრუნდები უკან,
ტელეფონს ვიღებ, ვრთავ და...
წკლაპ, წკლაპ, წკლუპ, წკლუპ... არ ჩერდება
YOU ARE READING
ტალღები გადაგვფარავენ (გარყვნილი)
Romanceეს ის გრძნობა რასაც ვერ გაექცევი და ეს ის სამყაროა სადაც უსასტიკესად გსჯიან...