-დღეს ძალიან დავიღალეთ, ვფიქრობ ჯობია დავისვენოთ.
ამბობს ჯიმინი, როდესაც ომეგები თავიანთ კოტეჯში ბრუნდებიან.
-ჯიმინ არ გეშინია იმის რასაც აკეთებ? ვიცი მეამბოხე ხარ მაგრამ საფრთხეს უქმნი შენ თავს. შენ ადგილას იმ ალფას დავუჯერებდი, მე თუ მკითხავ სიმართლე გითხრა.
მის ნათქვამს აიგნორებს თეჰიონი და საუბარს დღის განმავლობაში მომხდარზე იწყებს.
-ვიცი რომ საშიშია, ვიცი რომ ჯონგუკი სიმართლეს ამბობს, მაგრამ არ შემიძლია ამ ხალხის ასე მიტოვება. მათ ძლიერი წინამძღოლი სჭირდებათ დ მე ვიქნები ეს. მე ვიქნები ის, ვინც მათ უბიძგებს საკუთარი თავისა და მიწის დაცვისკენ.
მშვიდად პასუხობს ომეგა, ტანსაცმელს იცვლის და საწოლში წვება.
-როგორ გიყვარს ეს გმირული საქციელები..
თვალებს ატრიალებს თეჰიონი, ნივთებს მაგიდაზე ალაგებს და საწოლზე ჯდება.
-ისე სიმპათიურები არიან არა?
ჭერს უყურებს ომეგა, ჯიმინი მოულოდნელად შეცვლილ კითხვაზე მისკენ იხედება.
-სიმპათიურები? კარგი რაა.. ან შეიძლება ცოტათი..კარგი ხო ძალიან სიმპათიურები არიან, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
თითქოს გულდაწყვეტით ამბობს პაკი და გვერდით ტრიალდება.
-უნდა დავიძინო თე, შენც იგივეს გირჩევ. ღამე მშვიდობისა.
ჯიმინი საბანში ეხვევა და თვალებს ხუჭავს.
-ღამე მშვიდობისა.
მოწყენილად ამბობს თეჰიონი და თავს ბალიშზე დებს. იმედი ჰქონდა რომ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ჯიმინთან ერთად ცოტას წაიჭორავებდა, თუნდაც ლამაზ ალფებზე, ან ცოტა ალკოჰოლს მოწრუპავდნენ, მაგრამ პაკმა თავისი 'მეძინებათი' მისი სურვილები ჩაკლა. ომეგას ძილი არ ეკარება, საათს უყურებს რომელიც ათი საათის დასაწყისს ამცნობს. თეჰიონის ტვინში რაღაც გაელვება ხდება, ჯიმინისკენ იხედება და როცა ამჩნევს რომ მას უკვე სძინავს, ფეხზე ჩუმად დგება.
ESTÁS LEYENDO
The Camp 2 / ბანაკი 2 ✅
Fanficმეგობრებს, ჯიმინსა და თეჰიონს სამსახური მოხალისედ გზავნის უცხო ქვეყანაში, სადაც ომია გაჩაღებული. ნამდვილი ომი კი მაშინ იწყება, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს ისინი ორ მშვენიერ ალფას დაინახავენ. [ ომეგავერსი ] [ ჯიგუკი ] [ ვიჰოუფი ] [ +18 🔞 ]