სიახლე-ახალი ცხოვრების საწინდარია

242 30 13
                                    

არ თოვს,მაგრამ მაინც მახსოვხართ.იხარეთ და იბედნიერეთ ახალი თავით🥴😅

-თანახმა ვარ,-რამდენიმე წუთის შემდეგ თქვა სან ჰიმ და ბერტამ ფართოდ გაიღიმა,მაგრამ მაინც ეეჭვებოდა გოგონას გადაწყვეტილების სისწორე,რადგან სან ჰის ეტყობოდა თავს დატრიალებული პრობლემები,-ფიქრი არ მჭირდება,მე მზად ვარ,რომ თქვენს ბანდას შემოვუერთდე.

-მიხარია,რადგან მენდობი,-სან ჰის ხელზე მოეფერა ბერტა,-ასე რომ არ ყოფილიყო გადაწყვეტილებას მალე არ მიიღებდი.

-ასე რომ არ ყოფილიყო,აქ მეორედ არ მოვიდოდი,-თქვა სან ჰიმ და მანაც გაიღიმა.

-წამოდი,ახალი ამბავი სხვებსაც შევატყობინოთ და შენ გაიცნობ დანარჩენებსაც.

ათ წუთში მისაღები ოთახი სავსე იყო სხვადასხვა ასაკისა და განსხვავებული აღნაგობის ადამიანებით.მათ ერთმანეთისაგან უამრავი ფაქტორი გამოარჩევდათ,რაც დიბეისთან იშვიათობა იყო.აშკარაა,რომ ბერტას ბანდის წევრებს ერთფეროვნება არ ხიბლავთ.

-ლილიენი ჩვენი ოჯახის ახალი წევრია,-კიდევ ერთი განსხვავება ამ ორ ბანდას შორის:დიბეის მათთვის ოჯახი არასდროს უწოდებია,მიუხედავად იმისა,რომ ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.

-ლილიენი?-იკითხა ქერამ ოთახის ბოლოდან,-ის ხომ დიბეისთანაა?

-უკვე აღარ,-თქვა სან ჰიმ.

-ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე,კარლ,- გაწონასწორებული ხმა მოესმა სან ჰის ახლოდან,ხმის ადრესატი კი პატარა,ლამაზი გოგონა იყო,რომელსაც ვარდისფერი ტუჩსაცხი და ამავე ფერის კაბა ეცვა.

-მადლობა,ბარბ,-მიმართა მას ბერტან და მშვიდად გაუღიმა,-ვფიქრობ,ერთმანეთს ძალიან კარგად გაუგებთ,რადგან მასთან რბოლის შემდეგ ყველანი მხიარული და კმაყოფილნი ჩანდით,-ეშმაკურად ჩაუკრა თვალი მათ ბერტამ.

-მას შეუძლია რამდენიმე გაკვეთილი ჩაგვიტაროს რბოლასთან დაკავშირებით?-ყველას ინტერესით ანთებბული თვალი სან ჰის მიმართულებით იყო,გოგონას ძალიან ესიამოვნა ფაქტი,რომ მას შეეძლო დახმარება გაეწია ახალი ბანდის წევრებისთბის,რამაც თავდაჯერებულობა შემატა.

𝖒𝖎 𝖛𝖎𝖉𝖆 𝖑𝖔𝖈𝖆Wo Geschichten leben. Entdecke jetzt