გიჟი გული ადვილად მოსაპარია

289 26 4
                                    

რას ფიქრობთ,სან ჰის პიროვნებაზე?

-მაპატიე,მე ნამდვილად არ მინდოდა ამ საქმეში შენი გახვევა,-უთხრა სან ჰიმ ჯონგუკს.ისინი სასაუბროდ პარკში გამოვიდნენ,როგორც ყოველთვის სამუშაო დღეებში აქ თითქმის არავინაა.

ჯონგუკი არ დამჯდარა,აქეთ-იქეთ დადიოდა.როდესაც სან ჰის ნათქვამი გაიგონა ჩაიცინა და გაჩერდა.

-რა სისულელეს ამბობ გესმის მაინც?-ის სერიოზული ჩანდა,ძალიან სერიოზული.

-მინდა,რომ შენ თვითონ თქვა უარი ამ ყველაფერზე და უბრალოდ წახვიდე,-სან ჰის უჭირდა მსგავსი რაღაცის თქმა,რადგან დიბეისთან მარტო ბრძოლამ დაღალა.

-არ გგონია,რომ ეს უკვე გვიანია?-ჩაიცინა გუკმა,მაგრამ არა ბედნიერებისაგან,-თანაც,ლაჩარი არ ვარ.

სან ჰი ადგა და ჯონგუკს მიუახლოვდა.

-ვიცი და ეს დიბეიმაც იცის.

-ეგ ნაბიჭვარი,-უზომოდ გაბრაზდა ის,-ვინ მიგდია!

ჯომგუკმა მათი ისტორია არ იცის,არც ის,თუ როგორ უყვარდათ ერთმანეთი,მხოლოდ გაკვრით გაიგონა,რომ ოდესღაც მათ ურთიერთობა ჰქონდათ.

-დამიჯერე,ჯონგუკ,იმაზე სახიფათო ადამიანია,ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს,-წარბებშეკრულმა უთხრა.

-და მაინც იყავი მასთან ურთიერთობაში?!-სარკაზმულად იკითხა ჯონგუკმა,რაც იმ წამსვე ინანა,როგორც კი სან ჰის ნაღვლიანი და ცრემლიანი თვალები დაინახა.

-საიდან გაიგე?-ძლივს ამოიღო მან ხმა.

-რა მნიშვნელობა აქვს ამას?-ღრმად ჩაისუნთქა გუკმა,-რატომ არაფერი თქვი?

-შენ ვერ გაიგებ,აზრი არ აქვს ამ ყველაფერს,ეს ადრე იყო და ჩვენ ნამდვილად აღარ გვაკავშირებს ის,რაც მაშინ გვქონდა,-გული ამოაყოლა სან ჰიმ ამ სიტყვებს,ემოციები და გრძნობები,რომელიც ერთ დროს დიბეისადმი გააჩნდა.

-კარგად ხარ?-ჰკითხა ჯონგუკმა.

-კარგად ვიქნები,ჯონგუკ,-გაიღიმა მან,-მოდი რბოლაში გავიმარჯვოთ და მერე ყველაფრის დედაც,აქედან უკანმოუხედავად წავალ,-თმა შუბლიდან გადაიყარა სან ჰიმ,ბიჭს დაემშვიდობა და მანქანისკენ წავიდა.

𝖒𝖎 𝖛𝖎𝖉𝖆 𝖑𝖔𝖈𝖆Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin