კოლოფიდან ბოლო ღერი სიგარეტი ამოვიღე,უჯრისკენ დავიხარე,ხელები რამდენჯერმე შიგნით აქეთ-იქით მოვუსვი და მალევე ავიღე სასურველი ნივთი ხელში.
ტუჩებს შორის მოვითავსე სიგარეტი და მაგრად მოვქაჩე,კვამლი კი ჭერისკენ მივმართე.
ყოველი სასტუმროში გათენებული დილა ერთიდაიგივეს ჰგავდა.ცარიელი საწოლითა და ჩახუთული ჰაერით,მაგრამ არის ხოლმე გამონაკლისებიც...არიან ისეთებიც ვინც წასვლის წინ ფანჯარას ღიას დატოვებენ ხოლმე.საწოლის თეთრი გადასფაარებელი, სასტუმროს უკვე გახუნებული კედლები და სავარძელი რომელიც ოთახის კუთხეში მეწყვილის გარეშე დგას მარტოსულად.
საბნიდან გამოვძვერი და მაშინვე ვიგრძენი გარედან შემოჭრილი სუსხიანი ჰაერი ტანზე,კანი დამეხორკლა. ისევ გადმოვიფარე საბანი,მარჯვენა მხარეს გადმოვიწიე,ნიკაპი ხელზე ჩამოვდე და ფანჯრის ხედით ტკბობა დავიწყე.
დილის ცივი,ნისლიანი ამნიდი იყო,ისეთი ფერის რომ ხასიათს გაგიფუჭებდა,მოჟამული ნაცრისფერი ოყი ეზო,ისე ციოდა რომ თოვლი უკვე გაყინულიყო და ხალხი ზედ ხრაშუნით დადიოდა.
ქუჩის ხედმა ისე გამიტაცა,საწოლზე ჩამოკიდი მაჯის საათისთვის არც კი შემიხედავს და მშვიდად განვაგრძობდი საწოლში კოტრიალს,მაგრამ კედელზე ჩამოკიდებულმა ხმაურიანმა საათმა ყველაფერი გამახსენა და რეალობაში დამაბრუნა.რა თქმა უნდა სამსახურში ვაგვიანებდი.
ნახევრად მოწეული სიგარეტი საფერფლეში ჩავასე და წამოვდექი.მარტოსულ დივანთან მივედი რომელზეც ჩემი შემოდგომისფერი ჯემპრი იყო გადაკიდული,გადავიცვი შემდეგ კი შარვალს დავუწყე ძებნა, რომელიც საწოლის გვერდზე მდგომი სკამის ქვეშ იყო შეჩურთული.კურტკის ძებნა აღარ დამიწყია,გასასვლელში აკურატულად ჩამოკიდული იყო.სასტუმროს კარებში მდგომ ახალგაზრდა ქალს დავემშვიდობე,რომელმაც უკვე შორიდანვე შემათვალიერა სანამ მასთან გავივლიდი.
კარებში გასვლისას თბილად გამიღიმა,მეც თავშეკავებული ღიმილით ვუპასუხე და გარეთ გავედი.
გადათეთრებული ქუჩა გადავკვეთე.გზა ალაგ-ალაგ მოყინული იყო.ფრთხილად მივდიოდი,აუჩქარებლად იმაზე ფიქრი კი არ მინდოდა რომ სამსახურში მაგვიანდებოდა.
YOU ARE READING
May will come and you will not wait for me.
Fanfiction,,თუ გიყვარს და სასწაულების არ გწამს,დაღუპული კაცი ხარ"-რემარკი