6.

57 7 4
                                    

ყინვები დაიწყო.აღარ თოვდა.ასვალტზე და ეზოებში დადებული თოვლი კი გაიყინა და ატალახიანდა.
ისე ყინავდა კაცი ძაღლს გარეთ არ გააგდებდა.მე კი სიცხეებმა გამიარა და სამსახურისკენ მივდიოდი.
საშინლად ცივი ქარი იყო.ყურები და თავიც კი მტკიოდა სიცივისგან,ცალი ხელიკი გათოშილი მქონდა,მეორეს გათბობა კი მოვახერხე.

ზამთარი იყო,ტურუსტების რაოდენობა შემცირებული იყო.მართალია აქ ბევრი თოვლი იცოდა,მაგრამ არ იყო რაიმე ზამთრის კურორტი რომ ხალხს ეთხილამურა.(თხილამურები რომ ყოფილიყო უფრო მეტი ტურისტი იქნებოდა,მეტი ტურისტი კი მეტ შემოსავალს ნიშნავს.)
უბრალოდ თოვლი და საშინელი ყინვა იცოდა ამ რიცხვებში.შეიძლება ვიღაც ახალგაზრდა ან თუნდაც მოხუცი მოგზაური წყვილი ჩამოსულიყო და თეთრ ხალათში გახვეული ქალაქით დამტკბარიყო,ან მარტოსული მოხეტიალე ტურისტი რომელიც ფოტოგრაფიით არის გატაცებული,ქალაქში მხოლოდ რამდენიმე დღით დარჩებოდა,ფოტოაპარატს ერთი-ორჯერ ჩააჩძიკინებდა და ისევ იქ დაბრუნდებოდა საიდანაც მოვიდა ან სრულიად საპირისპირო მხარეს წავიდოდა.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა,რომ ჩემი კომპანია ზამთრობით კოტრდებოდა.
ამ ქალაქის მოსახლებას უყვარს სასმელი.კაცსაც და ქალსაც,ამიტომ მათგანაც ვშოულობ საკმაო რაოდენობის ფულს.ვერ ვიტყვი,რომ ფუები ჩაჯიბული მაქვს-თქო,მაგრამ რაც მომინდებოდა იმის ყოდვა შემეძლო და ვფიქრობ ეს სრულიად საკმარისი ბედნიერებისთვის.

სამსახურში როცა შევედი მარინა მოვიდა მომესალმა წესისამებრ და კაბინეტისკენ გამიძღვა ისე თითქოს ჩემი პირველი დღე ყოფილიყოს აქ.

***

სასტუმროს ოთახებში ქარის ზუზუნი საშინლად ისმოდა.ისეთ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთან მოსმენილი,ან თუნდაც ნანახი,თითქოს საშინელებათა ფილმში ყოფილიყავით.გარეთ საშინელი ქარბუქი იყო,ხის ფანჯრებს შემზარავად აწრიალებდა და ქარი შემაძრწუნებლად უსტვენდა.მაგრამ მე მშვიდად ვიყავი. თითქოს თავი ასე კომფორტულად არასდროს მიგვრძნია.თბილად ვიყავი,გვერდით დესერტი მედო რომელსაც შიგადაშიგ ხელს წავავლებდი და პირს ჩავიტკბარუნებდი.

May will come and you will not wait for me.Where stories live. Discover now