სასტუმროში საამხანაგო შეკრება იყო.თვეში ერთხელ ან საერთოდ ძალიან იშვიათად ჩატარებულიყო ასეთი შეკრებები.ამის დანიშნულება კი უბრალოდ ერთმანეთის გაცნობა იყო.
როდესაც ახალი სტუმარი ვიყავი ამ სასტუმროს,ჩავთვალე რომ მეტიჩრობა და დროის უბრალო ფლანგვა იყო,მაგრამ მაინც წავედი პირველ ასეთ თავყირლობაზე.ასეთ საღამოზე ნამდვილად არავინ გამიცნია და სიმართლეს ვიტყვი ამის სურვილი დიდად არც მქონდა,ამიტომ არაფერი გამიკეთებია უცხო ხალხის დაკვირვების გარდა.დღესაც ასეთი საამხანაგო შეკრება იყო.
ხუთშაბათ საღამოს სასტუმროს შესავლელში და ლიფტში გამოაკრეს განცხადება ამის შესახებ,ვისაც უნდოდა მოვიდოდა ვისაც არ უნდოდა,არა.
ნიკოლაიმ შემომთავაზა ერთად ხო არ მივსულიყავიო,სიამოვნებით დავთანხმდი.
დღის მეორე ნახევრიდან ის ჩემთან იყო,უბრალოდ სიჩუმეში ვიჯექით,ორივე რაღაცას ვკითხულობდით.ჯერ კიდევ არ გადამედგა მისკენ ახალი ნაბიჯები.
ნახევარი საათით ადრე ორივე გავემზადეთ და ზუსტ დროს ჩავედით დარბაზში.უკვე ბევრ ხალხს მოეყარა თავი ერთად.ფურშეტი ლამაზად იყო გაშლილი.ჭურჭელის წკრიალა ხმა გაისმოდა გარშემო,ბევრს უკვე შამპანიურის დალევა დაეწყო.
ორი ჭიქა მეც ავიღე და შუშხუნა სასმელი დავლიე,მეორე კი ნიკოლაის მივაწოდე.
ფაქტია რომ ნიკოლაი არავის არ იცნობდა ჩემ გარდა.მე რამდენიმეს კი ვიცნობდი,მაგრამ მათ ჩემ მეგობარს ვერ ვუწოდებდი,მხოლოდ გამორჯობა-გაგიმარჯოთი შემოვიფარგლებოდით ხოლმე,ბევრს ფინჯან ჩაიზეც დავუპატიჟებივარ.
ნამდვილად არ იყო ცუდი ხალხი,მაგრამ ჩემში იმდენ ინტერესს არ იჩენდნენ,რომ მათთან ურთიერთობა მდომებოდა.
ვინც მაინტერესებდა უკვე გვერდით მყავდა.ოდნავ ამაღლებულ ადგილზე, სასტუმროს მეპატრონე გამოვიდა და ყველა მალევე მიჩუმდა.
კაცი გულღიად იღიმოდა,წამით დარბაზში შეკრებილ ხალხს მოავლო თვალი.მალევე მიკროფონიც მიუტანეს და ლაპარაკი დაიწყო.
![](https://img.wattpad.com/cover/297596526-288-k659439.jpg)
YOU ARE READING
May will come and you will not wait for me.
Fanfic,,თუ გიყვარს და სასწაულების არ გწამს,დაღუპული კაცი ხარ"-რემარკი