ის.

14 2 5
                                    

შემდეგ დღეს მოტელიდან შინ დაბრუნება გადავწყვიტე.
საწვავის პრობლემა არ მქონია, ოც დოლარიანი მედო ჯიბეში და მოტელის ფულიც და საწვავის ავზის ფულიც დავფარე.
დევიდის მანქანა დავძარი და შინისკენ გეზი ავიღე.
არ ვიყავი დამწუხრებული,არც დამძიმებული...არ მქონდა სინანულის გრძნობა, თუმცა იყო რაღაც...არ ვიცი რა. უფრო სწორად მაშინ არ ვიცოდი რა იყო ეს.
____
_მის ვოქსლერ, საბოლოოდ შინ დაბრუნდით?
_დიახ.
_დევიდმა ეს როგორ მიიღო?
_მკითხა სად ვიყავი...რატომ მოვიქეცი ასე.
_და რა უპასუხეთ?
_მეგობრის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი მწარე იყო, მითუმეტეს, როცა იგებ რომ ის მეგობარი სულაც არ ყოფილა.
_მაგრამ დევიდმა ეს არ იცოდა.
_დიახ, თუმცა მან იცოდა, რომ მე და ჯეკი ვმეგობრობდით.
_და ეს აისახა თქვენს ცხოვრებაზე?
_დიდი არაფერი შეცვლილა. ადამიანების დავიწყება ნამდვილად რომ ჩემი სფერო იყო. ისევე როგორც მოსალოდნელი მკვლელობის.
_"მდევარს" გულისხმობთ?
_დიახ. სწორედ მას.
_განაგრძეთ, მის ვოქსლერ
_________

რამდენიმე დღე გავიდა. გამოსაშვები და მსგავსი საკითხები ახლოვდებოდა.
რეპეტიციები კვლავ გრძელდებოდა. სკოლაში სიარული დიდად არ მსიამოვნებდა რადგან იქ უამრავი ამაზრზენი პიროვნება დადიოდა.
საბოლოო ჯამში გამოსაშვებამდე სამი დღით ადრე სამოსის შესარჩევად წასვლა გადავწყვიტე.
ფული დევიდმა მომცა, მიუხედავად იმისა რომ არ მითხოვია.
მაღაზიებში დავდიოდი, და კაბებს ვარჩევდი. სიმართლე გითხრათ კაბებს ვერ ვიტან.
მოკლედ, ვიტრინასთან ვიდექი, და დაღლილმა მოპირდაპირე მხარეს მყოფი კარისკენ ავიღე გეზი.
შერჩეული არაფერი მქონდა. არც კი ვიცოდი რა მსურდა, ან მსურდა კი რაიმე.
კაფეში ნაყინის საჭმელად დავჯექი,ვანილის ნაყინი შევუკვეთე და მალევე მომიტანეს.
მერე უეცრად რაღაცის სხივს მოვკარი თვალი.
წითელი წერტილი ჩემს ხელჩანთასთან ანათებდა, რომელიც მუხლებზე მედო. მასზე მყოფმა მეტალის მარკამ სხივი აირეკლა და ამან თვალი მომჭრა.
მათ შეცდომა დაუშვეს და ვცადე მესარგებლა ამით. იატაკზე გავწექი, თუმცა ერთ გასროლას მეორეც მოჰყვა. პირდაპირ მიზანში.....

___________
_მის ვოქსლერ, თქვენ დაგჭრეს?
_დიახ. ტყვიამ ნეკნებამდე მიაღწია და მესამე ნეკნი დამიზიანა.
როგორც ვიცი, საავადმყოფოში სწრაფადვე გადამიყვანეს.
_გადარჩით... ისინი კვლავ მოვიდოდნენ...
_შესაძლო იყო, მაგრამ მაშინ ეს არ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი.
_შემდეგ რა მოხდა, მის ვოქსლერ?
_მახსოვს თვალების გახელითანავე დევიდს შევეჩეხე.
ჩემს საწოლთან იჯდა და ჩემი ხელი მისაში ჰქონდა მოქცეული.
მახსოვს რომ თვალები ჰქონდა ჩაწითლებული.
_შემდეგ?
_ვიკითხე რა მომივიდა. მითხრა, რომ მესამე ნეკნი მქონდა დაზიანებული, შოკური რეაქცია და თავის ტრამვა, რომელიც გასროლა მდე ადგომისა და შემდეგ დაცემის დროს მივიღე. ასევე მითხრა, რომ სისხლი დიდი რაოდენობით დავკარგე, და რომ არა ერთი ახალგაზრდა ბატონი, დიდი ალბათობით ვერ გადამარჩენდნენ რადგან სისხლის დონორი არ მოიპოვებოდა.
_ვინ იყო ის ახალგაზრდა?
_გაგაოცებთ... მაგრამ ის "მდევარი" იყო.
_ ანუ, ის გადარჩა?
_დიახ.
_საიდან დაასკვენით, რომ ის მდევარი იყო?
_ ის ჩემი ექთანი იყო, რომელიც მთელი ეს დრო მივლიდა .
_გამოდის რომ.....
_დიახ, მე ის სასიკვდილოდ მივატოვე ჩემივე ხელით დაჭრილი, ის კი დამეხმარა , რომ მეცოცხლა.
_მიზანი...
_უკაცრავად?
_რა მოტივი ამოძრავებდა მას?
_ამის გარკვევას მეც ვცდილობდი...
და როდესაც საბოლოო დასკვნამდე მივედი, შედეგმა გამაოგნა.
_რას გულისხმობთ?
_ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მე მას შევხვდი.
_"მდევარს"?
_დიახ...
_და...??
_ის.

მდევარი/აფეთქების თეორიაWhere stories live. Discover now