2

17 1 0
                                    

იცით, მისი ხელები როდესაც რამეს ეხებოდნენ,ყველაფერი ცოცხლდებოდა,ფერადდებოდა, თითქოს აიღო და სიცოცხლე შთაბერაო.მისი ხელები ძალიან დახვეწილი ნაზი და ფაქიზი იყო, არ ვიცი,იქნებ გარშემო მხოლოდ მე ვფიქრობ ასე? იქნებ მხოლოდ მე ვუმზერდი ასეთი აღტაცებით.

რომ მკითხოთ საიდან დაიწყოო,
ჩემი პასუხი იქნება,არ ვიცი.

ვერ ვიგრძენი როდის,რა წამს, რა წუთიდან, ისე შემოიპარა ჩემში, როგორც დაძინებისას სიზმარი. შემოგეპარება და როდესაც გაიღვიძებ,ვერ ხვდები როდის ჩაგეძინა და ვერც იმას ხვდები როდის მოგეპარა სიზმრები, რომლებიც თქვენი ღამის მეგზურად იქცნენ.სწორედ ასე დამემართა,ისე დამიპყრო,ისე მიმისაკუთრა,ვერც კი მივხვდი როგორ მეპარებოდა ტანჯული სიყვარული.
მიუხედავად იმისა,რომ ეს ყველაზე სასიამოვნო და ყველაზე აღმატებული გრძნობა იყო ჩემში, მაინც ყველაზე დიდ ტკივილს მაყენებდა.

და როგორი იყო ის?

ამ კითხვაზე საათობით შემიძლია ვილაპარაკო,შემიძლია მთელი წიგნი დავწერო,მხოლოდ მასზე,მხოლოდ მის გარეგნობასა თუ ხასიათზე.
ის მხრებამდე მწვდებოდა,მიყვარდა როდესაც,თავის საზაფხულო მუხლებამდე კაბებს იცვამდა,მასში ისეთი ლამაზი იყო,ღმერთო ახლაც თვალწინ მიდგას.მისი სხეული ისე იკვეთებოდა,მისი წელი, რომელიც ისეთი წვრილი იყო,ჩახუტებისას ჩემს თეძოებამდე მწვდებოდა ხელები. ამაზე ყოველთვის მეღიმებოდა,მისი ხელები ისეთი თხელი და ნაზი იყო ვერ ვიჯერებდი,რომ ამ ხელებით რამეს მაინც ეხებოდა,მხოლოდ მისი ხელის სინაზეც კი,აღძრავდა ჩემში მოუსვენარ პეპლებს,რომლებიც მთელი დღე არ ჩერდებოდნენ.მისი წითური წელამდე თმა,მისი თმა არ იყო სწორი და არც ხვეული,მას ტალღოვანი თმა ჰქონდა.ასევე წარბებიც წითური იყო და მისი დიდი,ულამაზესი წამწამები,რომლებსაც საათობით ვუყურებდი როდესაც ეძინა.ძირებში ისეთივე წითელი როგორიც თმის ფერი ქონდა,შემდეგ კი ღიავდებოდა,ღმერთო, როგორი ლამაზი იყო და როგორ ერწყმოდა და ამშვენებდა მის ღრმა თაფლისფერ თვალებს.რომ ვთქვა მის გახსენებაზე მუცელში ისევ პეპლებს ვგრძნობ_თქო დაიმიჯერებთ? უნდა დამიჯეროთ სხვა გზა არც გაქვთ, რადგან ეს ასეა.

სრულყოფილებაWhere stories live. Discover now