ალბათ გაინტერესებთ სად შევხვდი ადამიანს რომელიც,თავად სრულყოფილებად ვაღიარე.
ბავშვობაში ზაფხულობით მშობლები ყოველთვის სოფელში მაგზავნიდნენ,
თუმცა იქ წასვლა სულაც არ მაწუხებდა,მიყვარდა ბალახზე ცვარი და ბრუნდო.ვინარის ბრუნდო?
ბრუნდო ჩემი მესაიდუმლე და ბავშვობის მეგობარია,მასთან ერთად მთელი ტყე მრავალჯერ შემომივლია, ბრუნდო ცხენია დიახ ჩემი ყოჩაღი მეგობარი.
ამოტომ ასაკის მატებასთან ერთად სოფელში სიარულიც უფრო მომწონდა,შესაბამისად არც შემიწყვიტავს.მახსოვს არც-თუ ისე კარგ ხასიათზე გავიღვიძე,ამიტომ გადავწყვიტე ბრუნდო მენახულებინა,ახლაც მახსოვს საჯინიბოს სუნი,სასიამოვნო ნამდვილად არ იყო,თუმცა მაინც კარგად მაგონდება.ბრუნდოს მოსანახულებლად წავედი,ისიც როგორც ყოველთვის ჭიხვინით შემხვდა,გადავწყვიტე გამესეირნა ტყე ძალიან ლამაზია დილით დაცვარულზე.მივაჭენებდით მედა ბრუნდო, ჩიტების ხმა, ტყის სუნი, ცვარიანი ხეები, ეს ყველაფერი ახლაც კარგად მახსოვს და ბოლოს ის. მდინარეს მივუახლოვდი, ის იქ იყო ბანაობდა.გაგიკვირდათ არა? დილით ჯერ კიდევ სუსხავს იმის მიუღედავად რომ შუა ივნისია, ცივ მდინარის წყალში ბანაობს გოგონა, თუმცა ამის დაშვება არ დაშვებაზე მაშინ სულ არ მიფიქრია. გავშეშდი ჩემი ცხენიანად, თითქოს ბრუნდომ ოგრძნო ჩემი გულის ხმა და ისე გაჩერდა და გაიტრუნა ცხოვრებაში რომ არ გაჩუმებულა. შემეძლო ეს რაიმე მისტიურისისთვისაც მიმეწერა.თვალის გუგები გამიფართოვდა, გულის ცემა ყურებში მირტყამდა, ვიგრძენი რომ გავწითლდი, რა ნუთუ ბიჭები არ წითლდებიან? ყველა გაწითლდება საყვარელი ან მშვენიერი სხეულის დანახვისას. ის იქ იდგა, ჩემსკენ ზურდით, წყალს ხელით ისხამდა, ალბად შესაჩვევად. რომ გითხრათ მუცელში ეგრევე პეპლები ვიგრძენითქო მოგატყუებთ, ეს რეაქცია მოულოდნელობის და შიშველი სხეულის დანახვისგან უფრო იყო გამოწვეული, თუმცა მართლაც ძალიან ლამაზი სხეულის დანახვისასვ.უყურებდი მის გამოყვანილ წელს, წყლის წვეთები, რომ ჩამოსდიოდა.
ღმერთო, როგორ მიყვარდა ეს მომენტი როდესაც მდინარეში ჩადიოდა, ყოველ წვეთს ვითვლიდი მის სხეულზე, ყოველ ამოსუნთქვა ჩასუნთქვას ვაკვირდებოდი მის მუცელზე და ჩემში ეს აღუწერელ სიამოვნებას იწვევდა. მას ისეთი თვალებით ვუყურებდი თითქოს სიცოცხლის ელექსირი წინ მედო და თუ შევეხებოდი, თუ გავბედავდი და დავლევდი მარადიულობა მელოდა. როგორ შეეძლო ვერ შეემჩნია ჩემი ღრმა მზერა მისდამი და ჩემი ლოყები რომელბიც სულ წითლდებოდნენ მისი დანახვისას. ან იქნებ გულის სიღრმეში ხვდებოდა, ყველაფერს ხვდებოდა, ხვდებოდა,როგორ მიპყრობდა მისი სურვილი, თუმცა თავს არ უტყდებოდა, დანახვა არუნდოდა, არიჯერებდა.წუთი დავყავი ხესთან, შემდეგ კი რაც შემეძლო სწრაფად გავაჭენე გაურკვეველი მიმართულებით, გულში ვლოცულობდი არგაეგო ჩემი იქ ყოფნა, არ დამეფრთხო, არ შემეშინებინა, თუმცა ძნელია არგაეგო ბრუნოს აღტაცებული ჭიხვინის ხმა, ვგრძნობდი მასაც მოეწონა გოგოგნა.
იმ ღამით ვერ დავიძინე, ვფიქრობდი უცნობ ნახევრად შიშველ გოგონაზე, მინდოდა ისევ მენახა და თუ ვნახავდი არვეცანი ბიჭი ტყიდან, რომერლიც ურცხვად ათვალიერებდა მის შიშველ მთრთოლვარე სხეულს.
YOU ARE READING
სრულყოფილება
Romance"თუ ღმერთი სიტყვა სრულყოფილებას ოდესმე ხორცს შეასხამს ის ქინება სწორედ ის"