1🔞

3.2K 112 20
                                    

ერთ მშვენიერ დღეს ყველას ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი რომელიც შენს გულში ღრმად შემოაღწევს, შეგიყვარებს და არასდროს მიგატოვებს. თუმცა ეს ოცნებები და ილუზიები სწორედ იქ მთავრდება როცა შენს ცხოვრებაში შენივე მშობელი დაიწყებს ხელების ფათურს. ალბათ გიკვირთ ჩემი, ფიქრობთ რატომ უნდა მივცე ვინმეს უფლება მართოს ჩემი ცხოვრება თუნდაც ეს ჩემთვის ახლო ადამიანი იყოს, მაგრამ ჩემთან ყველაფერი განსხვავებულია. მამაჩემს დიდი ძალა შესწევს, როგორც ის მოიუსრვებს ყველაფერი ისე კეთდება. სწორედ ახლა ასე მოიქცა ის ჩემს მიმართებაშიც. გამანადგურა, ჩამომაშორა ჩემთვის საყვარელ ადამიანს, რატომ? იმიტომ რომ ჩემი ბედი მან ჩემი დაბადებისთანავე გადაწყვიტა.

ერთ დღესაც მეცხადება ჩემი მშობლები და მეუბნებიან რომ უნდა გავთხოვდე, კი სწორად გაიგეთ უნდა გამათხოვონ, მაგრამ ვისზე? ეს მეც კი არ ვიცი. ერთადერთი რაც ვიცი ისაა რომ მამაჩემმა და ჩემმა აწ უკვე მომავალი ქმრის მამამ ყველაფერი ადრე ჩვენს ბავშვობაშივე დაგეგმეს.
მას შემდეგ რაც გავიგე რომ უნდა გავთხოვდე სრულიად უცხო კაცზე თავზარი დამეცა, გავნადგურდი. პირველი რაც გამახსენდა ეს იუნგი იყო ჩემი შეყვარებული.

კარგად იცოდნენ მშობლებმა რომ მე და იუნგის უკვე 2 წელია ერთმანეთი გვიყვარს და საქმე იმაზე სერიოზულად გვქოდა ვიდრე წარმოედგინათ. განა იუნგი არ იყო მდიდარი? ის გავლენიანი და ცნობილი ბიზმესმენია თუმცა მამაჩემს ვიღაც სხვა უტრიალებს თავში, ის ვისზეც მიმათხოვებს და საბოლოოდ გამაუბედურებს.

-მამა, დედა... გთხოვთ ეს არ გააკეთოთ ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ გთხოვთ ეს არა!

-უკვე კარგად იცი რომ აზრი აღარაფერს აქვს, ქორწილი უკვე დაიგეგმა კვირის ბოლოს!

-რაა? ხომ იცით რომ მე იუნგი მიყვარს, ამას რატომ აკეთებთ?

-ღმერთო ჩემო ეგ შენი იუნგი და თვენი სიყვარული!

საკუთრება (PROPERTY) | | M.Y🔞Where stories live. Discover now