🌫6🌫

163 13 0
                                    

დილით, სასიამოვნო სითბო ვიგრძენი და პირველად ჩავფიქრდი იმაზე, რომ საყვარელი ადამიანის სხეულზე უკეთ, არაფერს ძალუძს შენი გათბობა.
- კეკე - ჩაიბუტბუტა, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა გეგიმ.
გამეცინა.
ნელ-ნელა საოცარი სიზარმაცით გაახილა თვალები და რამდენიმე წუთს, ისე მიყურებდა, გეგონება, რწმუნდებოდა, ნამდვილი ვიყავი თუ არა.
- არ მჯერა - თქვა კმაყოფილმა.
- დაიჯერე - ჯერ გავიზმორე, მერე წამოვჯექი.
ერთადერთი ნორმალური პენუარი მქონდა და ისიც ტანზე მეცვა. დედაჩემი საქმიანი მზერით როცა არჩევდა უჩვეულო საცვლებს, ყოველთვის ვიჯღანებოდი, რადგან ვიცოდი, თავისთვის კი არა, მამაჩემის გასახარებლად უნდოდა. თან მუდამ ისეთებს ირჩევდა, რომ იტყვიან, გინდ სცმია, გინდ არაო. ნეტავ შემეძლოს, ეს სურათისთვის, ბავშვობის ტრავმირება დამებრალებინა. მაგ შემთხვევაში, ჩემი ფსიქიკური გადახრებისა და ცოტაოდენი არაადეკვატურობის მიზეზიც თვალსაჩინო გახდებოდა, თუმცა მათი შემხედვარე, ყოველთვის იმას ვსწავლობდი, როგორი უნდა ყოფილიყო ჯანსაღი ურთიერთობა. ახლა კი ვრწმუნდებოდი, რომ სასწრაფოდ ვიყავი გასავლელი საყიდლებზე, რათა, ეს ბიჭი, კიდევ დიდხანს მომემწყვდია ჩემი შარმის კლანჭებში. ასეთი ფიქრების, ცოტა არ იყოს, მრცხვენოდა, რადგან, რამდენადაც უფრო ეზრდებოდა გეგის ინტერესი ჩემს მიმართ, იმდენად მიმძაფრდებოდა თავდაჯერებულობა. ვგრძნობდი, ჩემში ქალი იღვიძებდა, რომელსაც ჰაერივით სწყუროდა საყვარელი მამაკაცის ვნებით აღვსილი მზერის ხილვა.
- როგორ ხარ? - მკითხა გეგიმ.
- მშვენივრად - ვუპასუხე მხიარულად და სარკეში ჩავიხედე.
ჯანდაბა! ნეტავ, რა აიძულებდა, ასეთი თივის ზვინი ვყვარებოდი.
- ისეთი ლამაზი ხარ, სუნთქვა მეკვირს - მომმართა აღფრთოვანებულმა. ვიჯერებდი, რომ შეყვარებული ქალიცა და კაციც, ორივენი ერთდროულად ბრმავდებოდნენ.
- შენც ძალიან ლამაზი ხარ - მშვენიერ თავზე თითები გადავატარე ნაზად. მისი ახლადამოწვერილი თმის სიუხეშემ სიამოვნება მომგვარა.
- მოდი, დღეს სადმე ვივახშმოთ სანთლის შუქზე და წითელი ღვინის ფონზე.
- მთხოვ, რომ დიდებივით მოვიქცეთ? - სახე ოდნავ დავმანჭე.
- არა. უბრალოდ, ვნახოთ როგორია დიდებივით ცხოვრება. - თავი იმართლა.
ნამდვილ გორილას ჰგავდა, ცდილობდა, არც ისე რომანტიკული გამოჩენილიყო, მაგრამ პოეტურ სულს მაინც ვერ მალავდა ბოლომდე.
მე კი მხოლოდ ახლა გამახსენდა, რომ გეგი დიდი იყო.
არც იყო გასაკვირი, ოცდაათი წლის კაცს, ზრდასრული ადამიანის მსგავსი ცხოვრება რომ მოესურვა თავის გოგოსთან ერთად.
- იცი, რა მინდა? - ვკითხე გატრუნული სახით და თან თმის დავარცხნას შევუდექი - ცალ-ცალკე მივიდეთ, დამიჯერე, გაგაოცებ.
- ისეთი შეშლილი ხარ, არც კი ვიცი, გენდო თუ არა.
- არ უნდა მენდო. უბრალოდ, დინებას მიჰყევი. ხომ იცი, არასანდო ადამიანები ქმნიან თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას - გავუცინე ეშმაკურად.
- მაინც რომ გენდობი, რა ვქნა?
- უფსკნულისთვის მოემზადე მაშინ. ყველა გადაიჩეხა, ვინც კი ნდობა გამომიცხადა. თუმცა ნუ გეშინია, მარტო არ იქნები, ერთად წავიმტვრევთ კისრებს.
- ეგ მაწყობს. ერთად სიკვდილი, ყოველთვის უფრო იდუმალია. დახოცილი ადამიანები დიდხანს არ ახსოვს სამყაროს, თუმცა ერთად ამოჟლეტილ, მოსიყვარულე წყვილებს, სმაუდამოდ იმახსოვრებენ.
- ზუსტად ეგ მინდა ყველაზე მეტად - სარკეში საკუთარ თავს შევხედე - მსურს, რომ დიდხანს დამიმახსოვრონ. სამწუხაროდ, ყოველთვის ეგ მინდოდა, გულის სიღრმეში, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვუტყდებოდი. იცი როგორი დიდება მსურდა? - გეგის შევხედე. ვხვდებოდი, მასთან ნამდვილი უნდა ვყოფილიყავი. ჩანთაში, ჩემს ყველა ბნელ ფიქრსა და ხასიათს თუ ჩავალაგებდი და მას მივადგებოდი, გეგი უსიტყვოდ გამიღებდა კარს, თავის ცხოვრებაში შემომიშვებდა. მაინც... ყველაფრის მიუხედავად. ალბათ მხოლოდ მას შეეძლო, ნამდვილი, ჭეშმარიტი ვყვარებოდი. აღარასოდეს გავიკეთებდი ნიღაბს, რომელსაც გარედან ვარდის სურნელი მოსავდა, შიგნიდან კი მკვდარი ვირცხები მისწებებოდა.
- როგორი დიდება გსურდა?
- სასტიკი დიდება. არ ვიცი, ბუნებაში ასეთი განმარტება თუ არსებობს, მაგრამ როდესაც შეუწყნარებელი, ავსული, ბოროტი ხარ და ისე გიფრთხიან რომ შიშისგან ყველა გადიდებს, მაგას ვეძახდი სასტიკ დიდებას. საშინელი მოსასმენია, მაგრამ ეგეთი ძალაუფლება უფრო გკვებავს, გზრდის, თავს გაყვარებს.
- იცი რაა? ამ ყველაფერს როცა მიყვები, მგონია, რომ ფსიქოპათი ხარ, მაგრამ უფრო მეტად მიყვარდები. ის კი არა, ვერ ვხვდები, წინა ცხოვრებაში, ასეთი რა სიკეთე მაქ დათესილი, რომ დღეს, შენი სახით მაჯილდოებს სამყარო. - წამოჯდა და მსუბუქი ღიმილით მომაპყრო თვალები.
ვაკვირდებოდი.
სხეულზე გაბნეულ მის კუნთებს გავაყოლე მზერა. კალთაში ჩავუჯექი და მთელი სიცხადით შევიგრძენი მისი ღიმილი.
ვხვდებოდი, რომ მიყვარდა.
აქამდე, არასდროს შემისისხლხორცებია ასე უცხო კაცის სურნელი.
- მე რომ ღვთისწყალობა გგონივარ, მანდ შენც ვერ გაქ ყველაფერი დალაგებული.
- ანუ ორივე განწირულები ვართ! - თმაზე მომეფერა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში, შეუჩერებლად მეფერებოდა თმაზე. სახეზე კმაყოფილება ეწერა. ისე ვსვამდით ერთმანეთის თვალებში ჩაგუბებულ ვნების ნაკადულს, თითქოს მთელი ცხოვრება, მწყურვალებს გაგვეტარებინა.
- შეგიძლია, იცოდე რომ ცუდია და მაინც გიყვარდეს ადამიანი? - ვკითხე მას.
- შემიძლია, ვიცოდე, რომ არც ისე კარგი ხარ, მაგრამ მაინც მიყვარდე. გამონაკლისი ხარ კეკელინა. თუმცა მაინც ვერ ვხვდები, რატომ თვლი რომ ცუდი ხარ? მხოლოდ იმიტომ, რომ იმას აღიარებ, რისი აღიარებაც სხვებს არ შეუძლიათ, ცუდი ხარ? პირიქით, პირდაპირი, გაბედული, მამაცი გოგონა ხარ. შენ ყველაზე წრფელი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს. ამიტომაც შეგიყვარე. ცეკვითაც ნამდვილი ხარ, სიარულითაც, საუბრითაც.
- შავ ჯიპზე ამხედრებულო პრინცო - ვუთხარი სიცილით და ცხვირზე ვაკოცე.
- შენს პრინცს დედიკო ურეკავს ორი დღეა. - ამოიოხრა - არ ვიცი, მემგონი მართლა ზებუნებრივი შესაძლებლობები აქვთ მშობლებს. რაც შემიყვარდი, იმის მერე ამბობს, რომ ფერი არ მოსწონს, ცუდად გამოვიყურები, დარდი ჩაგიგუბდა თვალებშიო.
- დაგადარდიანე?
- არა, პირიქით. გამაბედნიერე, მაგრამ ცოტა შემომერეოდა ხოლმე სევდა, როცა შენზე ვფიქრობდი.
- ძალიან მაინტერესებს, დარდიანი გეგი როგორი იყო... წვიმის ფონზე, ფანჯარაში იყურებოდი და ჩემზე ფიქრობდი? თან სევდიანი მუსიკა ერთვოდა პეიზაჟს.
- ნუ დამცინი. ჩემი ცხვირის არ იყოს, ყველა ფაქტს იმისთვის იყენებ, რომ მასხრად ამიგდო.
- შენი ცხვირი ახლა გამახსენდა - ვთქვი ხარხარით და კვლავ ცხვირზე ვაკოცე.

🤍გაუჩინარებული🤍Where stories live. Discover now