მონატრება.....
ალბათ დამეთანხმებით,რომ ყველაზე ცუდი გრძნობაა ამ ქვეყნად. მონატრება ლოდინში იზრდება,ლოდინი კი ტანჯვად,ტანჯვად და ტანჯვად....დაუსრულებელ ტანჯვად.მიუხედავად იმისა,რომ იცი არ მოვა,იცი რომ მას ვეღარასდროს ნახავ,მის კანს ვეღარასდროს შეიგრძნობ,მაინც გენატრება... მაინც ელოდები,ასე კი იტანჯები.გადის წამები,წუთები, საათები,დღეები,კვირეები,წლები შენი ტვინი კი მაინც იმ ერთზე ფიქრობს.მას ვერ ივიწყებ.მაინც ის გინდა,მიუხედავად იმისა,რომ დედამიწაზე შვიდი მილიარდი ადამიანია,შენი გული კი მხოლოდ იმ ერთს ეკუთვნის.როდესაც შენს გვერდით აღარ არის გგონია მთელი სამყარო თავზე გენგრევა.გგონია აღარაფერი არის ძველებურად.არეული ხარ და არცერთ კითხვაზე გაქვს პასუხი.გახსენდება მასთან დაკავშირებული მოგონებები,რომელიც წარსულშია ჩარჩენილი ნაცვალსახელ ,,ჩვენ"-ს სახელით და მხოლოდ ამით ცხოვრობ.გახსენდება ის წუთები,რომელიც მასთან გაქვს გატარებული და ფიქრობ ,,როგორი მშვენიერი იყო".მასზე მოგონებებში იძირები თითქოს ის კიდევ შენ გვერდით ზის და ეს გაიძულებს კვლავ გაიღიმო,მაგრამ როდესაც რეალობას უბრუნდები და თვალს უსწორებ ძალიან დიდი ტკივილს გრძნობ.რადგან იაზრებ რომ ის უკვე კარგა ხანია წავიდა.უკვე კარგა ხანია დაგტოვა.და ამის შეხსენებისას,მნიშვნელობა არ აქვს მერამდენედ მაინც საშინლად გტკივა.შენში ისევ სიბნელე ისადგურებს.მის სახელს იძახი....მას ეძახი.....მაგრამ..მაგრამ არავინ გპასუხობს.
ხუთი წელი.....მთელი ხუთი წელი......დაწყევლილი ხუთი წელი გავიდა იმ ამბის შემდეგ. ჩემი ქუქის დაკარგვის შემდეგ...ხუთი წელია რაც სიბნელეში ვცხოვრობ.ხუთი წელია მის სახელს გავიძახი,საერთოდ დამავიწყდა რა არის სიყვარული,ეს მისი დაკარგვის შემდეგ აღარ მიგრძვნია.რამდენი ხანია აღარ დამინახია მისი პატარა თვალები,პატარა ცხვირი ლამაზი სახე და ბაჭიის საყვარელი ღიმილი. ყველაფერს დავთმობდი ოღონდ ეს ღიმილი კიდევ დამენახა.კიდევ მომესმინა მისი პირიდან წარმოთქმული ჩემი სახელი.ისეთი ბავშვური იყო.ადვილი იყო მისთვის გული გეტკინა.ოღონდ ჩემს მკლავებში მოქცეულიყო და რას აღარ აკეთებდა.დღემდე მახსოვს როგორ მთხოვდა,რომ მისთვის მეკოცნა.პატარა კომპლიმენტზეც კი წითლდებოდა.მთელ სამყაროს დავუპირისპირდებოდი მის გამო. პირველად ის გამომიტყდა სიყვარულში.კარგად მახსოვს ის დღე.ისეთი ბედნიერი ვიყავი, მინდოდა რომ მეყვირა ,მეხტუნა მთელი სამყაროსთვის მეთქვა რომ დააგვიანეს და ყველაზე ლამაზი ბიჭი უკვე ჩემი იყო.ჩემი სამყარო კი ჯონქუქი იყო.სიყვარულზე მეტად მიყვარდა.
YOU ARE READING
იისფერი კონვერტი.
Fanfictionჩემი გული შენ გარეშე ცარიელია.... გთხოვვვ დაბრუნდი ქუქი..