ლექციებზე მაგვიანდებოდა ,ბევრი აღარ მიფიქრია და კვლავ გზა გავაგრძელე.სულ ის ბიჭი მედგა თვალწინ.გონებიდან ვერ ვიგდებდი.ანგელოზების დანახვა ვიცი,რომ შეუძლებელია,მაგრამ რამდენიმე წუთის უკან ჩემს წინ ვინ იდგა??? ,,კარგი თეჰიონ! ეხლა ამის დრო არ არის!ისედაც ვაგვიანებ.!"-მალევე ფიქრებსი გართულმს ვერც კი შევამჩნიე თუ როგორ მივედი უნივერსიტეტში.კარადაში წიგნები შევაწყვე,მხოლოდ ის დავიტოვე რომლის გაკვეთილიც მქონდა და კლასისაკენ გავემართე. ,,ეხლა მხოლოდ ლექტორს უნდა უსმინო და არა იმ ბიჭზე იფიქრო,თანაც მეტჯერ ვეღარ ნახავ !ამიტომ აზრი არ აქვს!" ჩემს თავს ბოლო სიტყვა უთხარი.კლასში შევედი,დაგვიანებისთვის ბოდიში მოვიხადე და ჩემს კუთვნილ ადგილზე დავჯექი.
ლექციებმა საინტერესოდ ჩაიარა.ლექტორი მართლაც ძალიან სასიამოვნო პიროვნება იყო.კიმ ნამჯუნი-ჩემი საყვარელი ლექტორია,მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.ერთადერთია ვინ კი ამ ქვეყანაზე მიყვარს.ყოველთვის მეხმარება.არ გავდა იმ ადამიანებს,რომლებიც მოვალეობის მოხდის მიზნით გაგიღიმებენ და უხალისოდ ,,გამარჯობა"-ს ან ,,როგორ ხარ"-ს მოგიგდებენ.დამღალა ამ ყველაფერმა.დამღალა ამ სიყალბემ.ადამიანები,რომლებიც ერთმანეთს იმისთვის ეტენებიან რადგან მდიდრები არიან,მაგარი ტიპები არიან და რას აღარ აკეთებენ მათთან მოსახვედრად.ან მათნაირად იქცევიან რომ ეგრედწოდებული მაგარი ტიპების ყურადღება მიიქციონ.ავიწყდებათ თავიანთი პრინციპები,მათი ადამიანობა,რომელსაც ფულის ან პოპულარობისთვის ცვლიან.აი რა არის ეს სამყარო...ტყუილი! ო,დიახ მხოლოდ ტყუილში ვცხოვრობთ.თავს ვაჯერებთ,რომ კარგად ვართ/რომ გუშინდელ დღესთან შედარებით უკეთესად ვართ და უფრო კარგები ვართ.გამოგვდის კიდეც.სინამდვილეში კი...სინამდვილეში რეალობა სულ სხვაა.
ჩვენ ,ადამიანები რომლებსაც თავი სამყაროს ბრძანებლები გვგონია.რომლებიც ვფიქრობთ,რომ ჩვენ გვერდით მდგომზე უკეთესები ვართ.სინამდვილეში კი არაფრით განვსახვავდებით იმ დახეული ნაჭრისაგან,რომელიც სადღაც კუთხეშია მიგდებული და არვის არაფერში წირდება.მართალია! ნუ გგონიათ,რომ ვინმეს ჭირდებით!რადგან კრიტიკულ მომენტში ისე გკრავენ ხელს.რომ არც დაფიქრდებიან. მაინ რა არის ეს ცხოვრებაა?? რისთვის ცხოვრობ თეჰიონ???ხშირად მაწუხებდა ეს კითხვები,ჯერ კიდევ ბავშვობაში.უნდა დაიბადო,უნდა გაიზარდო,შემდეგ მთელი 12 წელი სკოლაში უნდა იარო რადგან როგორმე ჩააბარო,შემდეგ უნივერსიტეტი.გადის დრო და ესეც მთავრდება.და შემდეგ.....შემდეგ რა...ალბათ ის,რომ იმუშავო.და ასე გადის მთელი ცხოვრება.ასე უხალისოდ.
YOU ARE READING
იისფერი კონვერტი.
Fanfictionჩემი გული შენ გარეშე ცარიელია.... გთხოვვვ დაბრუნდი ქუქი..