¹

157 20 17
                                    

-ძამიკო!- არც ისე პატარა ბავშვი გამოვარდა სახლის კარებთან როცა ძმის ხმა გაიგო. უკვე კისერზე უნდა ჩამოკიდებოდა ძმას და მისკენ მირბოდა თუმცა შეაჩერეს.

-თეჰი, არ გაბედო და მაგით არ ჩამეხუტო!- მაისურისკენ ანიშნა უფროსმა რომელზეც ორი ბიჭი გამოსახულიყო, ერთმანეთზე ხელჩაკიდებულები მიკროფონს ჩაჰყვიროდნენ. უფროსს ამათი ატანა არ ჰქონდა. შეიძლება ვინმე გძულდეს, არ მოგწონდეს მაგრამ არ შეიძლება ეს სიძულვილი იმდენად დიდი იყოს, რომ მათი დანახვა სერიოზულად არ გინდოდეს.

ტრამვის გამო, რომელმაც ჯონგუკს ბავშვობის წლები გაუქრო და მთელი ცხოვრება გაუნადგურა, არ აძლევს საშუალებას რომელიმე კაცს შეხედოს. თუნდაც უბრალოდ მეგობრული თვალით.

-კარგი რა გუკ! ბავშვივით ნუ იქცევი!-თეჰიც ვერ იტანდა როცა მასზე ბევრად უფროსი ძმა ასე დებილივით იქცეოდა. საკმარისი იყო თეჰიონს რამე მათი ფანობის აღმნიშვნელი ცმეოდა, ან ეტარებინა და უფროსი უბრალოდ არც იკარებდა.

უფროსს ყურადღება არ მიუქცევია, თვალები აატრიალა და პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი.

ჯიჰოუფის დუეტი, ეს რაღაც ახალია სამხრეთ კორეაში რითაც თეჰია დაინტერესებული. და არამარტო თეჰი, ნახევარი მსოფლიო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მათი დებიუტიდან წელიწადიც არ გასულა ძალზედ დიდი პოპულარობა მოიპოვეს. არა მარტო კორეაში, ქვეყნის გარეთაც. საკმაოდ ბევრი გულშემატკივრობს. მათი შემოქმედება, ცეკვა, მუსიკა.

თუმცა არ ელევათ პრობლემებიც. იქნებოდა ეს, უძილობა ახალი სიმღერის წერაზე, მუშაობა ცეკვის დადგმაზე, ატანა კრიტიკის. ატანა "პიდარასტების" იარლიყის, რომელსაც არაერთი აკრავდა. მკუხედავად ამისა ძირითადად მაინც სითბოსა და სიყვარულს იღებდნენ რაც გაგრძელების მოტივაციას აძლევდა.

ბავშვიბიდან ერთად მოდიან, ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი. ერთად გამოიარეს და ამ დიდ წარმატებასაც ერთად მიაღწიეს. სწორედ რომ ერთმანეთს ასახელებენ მიზეზად იმისა, თუ რატომ შეიმჩნევა მათ სახეზე მუდამ და მუდამ ღიმილი.

HomophobicWhere stories live. Discover now