History behind Facts

342 15 25
                                    

დილაც კი უცნაურად დაიწყო, სასახლის აივანზე გამოხვედი და აპრილის აყვავებული, საკურას ხეების სურნელი ჩაისუნთქე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

დილაც კი უცნაურად დაიწყო, სასახლის აივანზე გამოხვედი და აპრილის აყვავებული, საკურას ხეების სურნელი ჩაისუნთქე.

დაღამდა, მაგრამ შენ აღარ შეგეძლო წყნარად ყოფილიყავი, შენ ცხენს შემოაჯექი და საბოლოოდ გაქრი სამეფოდან...

გაიქეცი კაცისგან, რომელსაც სიყვარული შეჰფიცე, გაიქეცი კაცისგან რომლის გვერდითაც უკვე სამი წელია იღვიძებ, უკან მოუხედავად წახვედი, მოაჯექი ცხენს და სხვა სამეფოსკენ გაემართე, იქ საიდანაც მომღიმარი წამოხვედი.

შენ სხვა სამეფოს პრინცესა იყავი, ახლა კი იაპონიის დედოფალი ხარ...

უკან არ მიიხედო, უბრალოდ აპრილის თბილი სიო ჩაისუნთქე და დარწმუნდი დაბრუნება აღარასდროს მოგინდება.

ცრემლი არ ჩამოგიგორდეს დედოფალო, ხმამაღლა იყვირე, ვერავინ გაიგებს, რადგანაც ახლა სრულიად მარტო ხარ!.

მაგრამ ეს კარგია...

რადგანაც გრძნობ რომ ახლა პირველად გააკეთე რაღაც, საკუთარი თავისთვის.

სიბნელეში დაუსრულებელ მდელოზე ცხენით სწრაფად მიქრიხარ, ჰაერი გრძელ თმებს გიწეწავს, რომელიც გსურს რომ შეიჭრა, კორსეტი  გიჭერს- მაგრამ თავს თავისუფლად გრძნობ.

ძალით გაკეთებული კორსეტი, გაზრდილი თმა, რომელიც დედოფლებს შვენიათ, თავს უფრო თავისუფლად გაგრძნობინებს და შენც არ იცი რატომ...

ამ წამს ყველაზე თავისუფალი ხარ მაგრამ ცხენი ისე სწრაფად აღარ მიქრის...

Someone's wife Where stories live. Discover now