- გთხოვთ დაჯექით. _ თქვა იუნგიმ და მოწვევის ჟესტით ანიშნა თავისი მაგიდის წინ სკამისკენ.
ქალბატონი კიმი მიუახლოვდა და წამიერი ყოყმანის შემდეგ დაჯდა.
თითებს ხან თმაზე, ხან კი ბლუზის საყელოზე ათამაშებდა. იუნგიმ თავიდანვე შეამჩნია მისი ნერვიულობა, როცა ქალი მის კაბინეტში შევიდა. თითქოს ისე ჩანდა, მისი მოუსვენრობა მთელ ოთახს მოედო, მაგრამ ფსიქიატრმა არ შეიმჩნია.მინის ბევრი პაციენტი ნერვიულობდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასთან პირველად მიდიოდნენ. სინამდვილეში, ქალბატონი კიმი არ იყო მისი პაციენტი. მან დაურეკა და სთხოვა დაენიშნა შეხვედრა შვილზე სასაუბროდ.
ჩვეულებრივ, იუნგი თავს არიდებდა ასეთ საუბრებს. ის ამჯობინებდა უშუალოდ დაკავშირებულ პირებთან შეხვედრას, ვიდრე გაყალბებულ მეორად ინფორმაციას, რომლებსაც სხვა ადამინებისგან იღებდა, მაგრამ თეჰიონი მხოლოდ ჩვიდმეტი წლის იყო და იუნგიმ გაუგო, რომ დედას სურდა ფსიქიატრის ნახვა, სანამ უშუალოდ პაციენტი მივიდოდა. თუმცა იმ მომენტში იუნგიმ იგრძნო, რომ ყველაფერი ნაკლებად ეხებოდა თეჰიონს. ქალბატონი კიმი ძალიან უკმაყოფილო ჩანდა და ფსიქიატრს აინტერესებდა, რა სჭირდა მის შვილს. მან უკვე გააღვიძა მისი პროფესიული ცნობისმოყვარეობა სატელეფონო ზარის დროს ქალის მინიშნებებით.
შეუმჩნევლად მიიღო ქალბატონი კიმის სურათი. ის ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა იყო, ოცდათხუთმეტ წლამდე. როგორც ჩანს, მისი ცხოვრება არ იყო სირთულეების გარეშე როგორც ჩვეულებრივი მოკვდავების. ქალის მუქი ყავისფერი, მბზინავი და სწორი თმა კისერზე მჭიდროდ იყო შეკრული, ნაცრისფერი თვალების ქვეშ ჩაშავებული უპეები. იუნგიმ შენიშნა პატარა ნაწიბური, რომელიც მარჯვენა ლოყის ქვეშ იყო. პატარა ცხვირი ჰქონდა და ვიწრო ტუჩები, რომლებსაც ან ერთმანეთს აჭერდა ან კბენდა. მღელვარებასთან ერთად მკაცრი გამომეტყველებას ინარჩუნებდა. ღია ნაცრისფერი მაღალყელიან ზედაზე კოსტიუმი ეცვა.

ВЫ ЧИТАЕТЕ
𝙱𝚕𝚘𝚠 𝚞𝚙 / ᵗᵃᵉᵍⁱ
Фанфик,,მოგეხსენება, იროკეზები მტრებს ჭამდნენ, რათა ძალა მომატებოდათ. დამელოდეთ ექიმო მინ, შენი მკვლელობები ჩემი მკვლელობა გახდება. მე გავხდები ახალი ჩესაპიკის რიპერი." Complete ✓ ✍︎ Started: 06.03.2022 ✍︎End: 08.02.2023