ბეტონის აღმართული ნაცრისფერი კედლები ირგვლივ შიშს და სიბნელეს ასხივებდა, გარშემო გამეფებული მძიმე აურა წინასწარ გაცნობდა რა გელოდებოდა მის შიგნით თუ მოხვდებოდი. ეს ადგილი ყველაზე დაუნდობელია, ან ძლიერი იქნები ყველას დაანახებ რომ შენთან თამაში არ ღირს და გადარჩები, ან სხვისი ძაღლი გახდები, შეწინააღმდეგების შემთხვევაში მეორე დღეს მზე ცაზე ამოსვლასაც ვერ მოასწრებს ისე გამოგღადრავენ ყელს და შენს თავს ვირთხებს მიუგდებენ საჭმელად. თვით სამართლის აღმსრულებელი შენობის შიგნით არ მოქმედებს არანაირი სამართალი, აქ ბრძოლა წესების გარეშეა.
-------
შუახნის ჭაღარა მამაკაცი ამ ცივი კედლების იქით იდგა და უზარმაზარ, დროთა განმავლობაში დაჟანგულ, გაცრეცილ შავი რკინის კარების გაღებას მოთმინებით ელოდა, რათა დაწესებულების შიგნით ვიზიტორთა ოთახში მომხდარიყო. და მაინც ამ დიდ გალავანს და ბნელ კედლებს ალბათ რამდენი ადამიანის განადგურებული სხეული და დაცემული სული ენახა.რკინის სქელი ჭიშკარი გამაყრუებელი ჭრიალით გაიღო. სათვალთვალო კოშკი, გალავნის ზემოთ მოხვეული დაქსელილი მავთულხლართები და გისოსიანი სარკმლით ასხმული კედლები, რომლის ირგვლივ შეიარაღებული ზედამხედველები იარაღზე ხელჩავლებული დადიოდნენ გარემოს უფრო მძიმეს და აუტანელს ხდიდა.
მამაკაცი მოუწესრიგებელ ეზოში მოხვდა, თვალი მოავლო არემარეს, რომელიც ყველა ასპექტში სიბნელეს და სიცივეს ასხივებდა. ცივ, კედლებ დანოტილ შენობაში შევიდა, რამოდენიმე ფორმალობა გაიარა და შემდეგ ვიზიტების ოთახში მოხვდა.
-------
-ჯეონ ჯონგუკ მნახველი გყავსდაიჭექა შემზარავი გარეგნობის ზედამხედველის ხრიწიანმა ხმამ.
ყველა ტყვე ერთმანეთს გაკვირვებული გაჰყურებდა. ჯეონ ჯონგუკი პატიმრის იმ რიცხვს მიეკუთვნებოდა ვის სანახავადაც ხუთი წლის განმავლობაში არავინ მოსულიყო. ის სხვებს არ გავდა, თავს არავის დააჩაგვრინებდა, მეტიც ციხეში ყველაზე საშიში პატიმრის სახელით იყო ცნობილი, ვერავინ ბედავდა მასთან ერთ მეტრზე ახლოს მიახლოვებას, თვითონ არავის ვნებდა უმიზეზოდ მაგრამ ყველას შიშისზარს სცემდა, პატიმრებიდან დაწყებული ზედამხედველებით დამთავრებული. ერთერთი მათგანი ზედმეტი შეურაწყოფის გამო გისოსებს იქიდან კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმა, ყელში ხელი ჩავლებული ცოტაც და ხელებში ჩააკვდებიდა, რის გამოც მოსახდელ სამ წელზე ორი კიდევ დაუმატეს, მაგრამ ეს არც კი გაუპროტესტებია მოთმინებით მიჰყვებოდა ციხის ბნელ ცხოვრებას და მოთმენით ელოდებოდა სასჯელის დასრულებას. როდესაც დერეფანში გაჰყავდათ პატიმრები კედელს ეკრობოდნენ, ბადრაგები კი მაქსიმალურად ცდილობდნენ არ შეხებოდნენ, რადგან არავის უნდოდა ციხიდან პირდაპირ საავადმყოფოში მოხვედრა, უმეტესმა იცოდა მას არაფერი ჰქონდა დასაკარგი და არავის დაინდობდა.
YOU ARE READING
რევანში(IN REVENGE)🔞|J.JK|
Fanfictionძნელია როდესაც გრძნობებს ვერ ეწინააღმდეგები და გიყვარდება ისეთი მესაკუთრე და ცივი ადამიანი, როგორიც შენი პირადი მცველი ჯეონ ჯონგუკია. 🔞🔞🔞🔞🔞 ფიქცია შეიცავს ძალიან ბევრ 18+ მომენტებს, ამიტომ ვისთვისაც ასეთი სცენები არაკომფორტულია ეს ფიკი მათთვის...