▪2▪

2.8K 151 23
                                    

ხანდახან თითქოს ბედისწერა დაგვცინის და ჩვენს გამოცდას ცდილობს, როდესაც ჯუნკი ჯონგუკთან თხოვნით მივიდა მას გულშიც კი არ გავლია ამ სამუშაოზე დათანხმებოდა, რადგან ფეხებზე ეკიდა რას დაუშავებდნენ ამ მოხუცის ქალიშვილს, მაგრამ ახლა თვითონაც ვერ იაზრებდა რატომ გამოსტაცა ნადირს კლანჭებიდან ეს არსება. ერთი რაღაც აშკარა იყო, ის არა ჯუნკის ქალიშვილ ჰვანგ ალისიას იცავდა, არამედ სუსტ გოგოს, რადგან მან რომ არა ეს გოგო იმ წამიდან სულ სხვა ცხოვრებას ეზიარებოდა.

ჯონგუკი გამეტებით ურტყამდა მამიკოს ფულებით გათამამებულ ნაბიჭვარს, რომელმაც იარაღის ჭერა დღეების წინ ისწავლა და თავი დიდი ვიღაც ეგონა, ბარში მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ ბედავდა მათთან მიახლოებას, არა იმიტომ რომ უბრალოდ გაეშველებინათ, არამედ ჯონგუკს დასისხლიანებული სხეული ხელიდან როგორმე მაინც გამოერთმიათ.

თავს აჯერებდა რომ იონს მხოლოდ იმიტომ უსწორდებოდა, რომ მისმა მოდგმამ თავისი უდანაშაულო მამა ადრეულად საფლავს მიაბარებინა, მაგრამ ეს ყველაფერი აბსურდი იყო, ის ახლა მის წინ უსულოდ დაგდებულს არა მამის სულისთვის ასახიჩრებდა, არამედ ქალისთვის რომელთან შეხებაც მისი ბინძური ხელებით გაბედა , გოგოს რომელსაც პირველივე ნახვაზე თვალი დაადგა და რომელიც მომავალში ძალით თუ ნებით მისი გახდებოდა, ჯონგუკმა ის უკვე აირჩია, ჯეონი კი ყოველთვის იმას იღებს რაც უნდა, საწადელისთვის რისი გაღებაც არ უნდა უწევდეს.

ბრბო ჯექსონმა გაარღვია და სანახაობისგან შოკირებულმა ჯონგუკის გაჩერება სცადა, რომელსაც ვერაფრის დიდებით ხელები ვერ გაუკავა. ბოლოს ქანცგამოცლილმა ოდნავ მაინც მოახერხა მისი შეჩერება, ჯონგუკმა უხეშად გაითავისუფლა თავი, ტყავის ქურთუკი გაისწორა, იქვე თვალებზე ხელ აფარებულ ალისიას უხეშად ხელი ჩაავლო და გასასვლელისკენ გაათრია, გოგონას როგორც შეეძლო წინააღმდეგობას უწევდა, მან ხომ ჯონგუკი პირველდ ნახა და მეტიც მისი ეშინოდა კიდეც

რევანში(IN REVENGE)🔞|J.JK|Where stories live. Discover now